მოსკოვის ცენტრში "დედ ჰასანის" სახელით ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ასლან უსოიანი მოკლეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმა პოვარსკის ქუჩაზე განხორციელდა.
"ინტერფაქსი" კი, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სროლა სნაიპერის იარაღიდან ოპტიკური დამიზნებით, მოსკოვის დროით 14:30 საათზე განხორციელდა, როდესაც "დედ ჰასანი" რესტორან "კარეტნი დვორ"-იდან გამოვიდა.
დაჭრილი კრიმინალური ავტორიტეტი რეანიმაციაში მოათავსეს, თუმცა მალევე გარდაიცვალა. რუსული მედიის ცნობით, თავდასხმისას შემთხვევითი გამვლელი ქალიც დაიჭრა.
1937 წელს საქართველოში დაბადებული უსოიანი რუსეთის ფედერაციაში მოქმედი უმსხვილესი კრიმინალური კლანის ლიდერად ითვლებოდა. სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, იგი პირველად 19 წლის ასაკში მილიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო გაასამართლეს. მესამე მსჯავრის მოხდისას კი, 1966-1968 წლებში, უსოიანმა "კანონიერი ქურდის" სტატუსი მიიღო.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...niq-mokles.html