http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/poli...o-ver-icno.htmlმიხეილ სააკაშვილს ტელეკომპანია "მაესტროს" ციფრული ლოგო "მ" ციფრ 3-იანში აერია. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც "მაესტროს" ჟურნალისტი კითხვის დასასმელად წამოდგა, პრეზიდენტი დაინტერესდა თუ რომელი ტელეკომპანიიდან იყო იგი. ჟურნალისტმა მიუგო, რომ "მაესტროდანაა". "აბა მესამე ნომერი რატომ გაქვთ?!" - დაინტერესდა პრეზიდენტი. ჟურნალისტმა აუხსნა, რომ ეს არა ციფრი "3", არამედ არის ასო "მ".
PS
ალბათ არ იცის როგორ იწერება "3", იმიტომ რომ "მაესტროს" ციფრული ლოგო აშკარად შეტრიალებულ "6"-ს უფრო ჰგავს ვიდრე "3"-ს.