გამარჯობათ ძვირფასო მელომანებო.
მე, მართალია უმეტესად ჰიპ-ჰოპით და მცირედი ჯაზით, ექსპერიმენტული როკით და ელექტრონული მუსიკით შემოვიფარგლები, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავს მაინც მელომანად ვთვლი.
ჩემს გარშემო ხალხს ყოველთვის ესმის მუსიკა, ჩემი კომპიუტერის დინამიკებიდან, ტელეფონიდან თუ MP3 player-ის ყურსასმენებიდან.
შემიძლია მუსიკას ვუსმინო ნებისმიერ თითქმის ნებისმიერ დროს, კითხვისას, წერისას, ხატვისას, სწავლისას, კომპიუტერზე თამაშისას ანდაც უბრალოდ, როდესაც არაფერს ვაკეთებ და გონებას მთლიანად დინამიკებს ვუთმობ. თითქოს გონების მასაჟია ჩემთვის და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
ახლა ცოტა გადავუხვიე იმ აზრს, რის გამოც თემა გავხსენი.
მელომანებს, მუსიკოსებს, ყოველთვის ჩაესმით ყურებში რომელიმე მომღერლის, რომელიღაც სიმღერის ერთი ან ორი სტრიქონი. ეს სტრიქონები ჩვენს გონებაში რჩება ერთი დღე ან ერთი თვე.
მაინტერესებს რა ჩაესმის ამ განყოფილების ხალხს.
სამი დღეა უკვე: " I fell asleep amid the flowers
for a couple of hours on a beautiful day"