გამარჯობა მეგობრებო.
მინდა გაგაცნოთ "გრეიფრუტი" როგორც პირველი ქართული ონლაინ (და არა მარტო ონლაინ) განათლების პორტალი და შემოგთავაზოთ ბიზნესის მართვის სასწავლო კურსზე რეგისტრაცია.
მოკლედ, საკმაოდ დიდი ხანია მე (როგორც პროგრამისტი) და ჩემი მეგობრები ვმუშაობთდით და ახლაც ვმუშაობთ პროექტზე სახელად - "გრეიფრუტი". გვინდოდა შეგვექმნა პირველი ონლაინ განათლების სივცრე საქართველოში, დღეს უკვე ყველაფერი მზად არის ამისთვის და მსურველებს საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ პირველ კურსზე. (კურსზე მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე)
ამ კონკრეტულ ლექციას წაიკითხავს თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი.
ეს არის პირველი, არა-ონლაინ კურსი, მალე დაიწყება რეგისტრაცია ონლაინ კურსებზე და დაიდება ჩვენი ოფიციალური პარტნიორის
http://adjaranet.com/ - ის საიტზე (http://adjaranet.com/Grapefruit).
შემუშავებული გვაქვს შემდეგი კურსები:
ბიზნესი
ეკონომიკა
პოლიტიკა
ფილოსოფია
მომავალში ვგეგმავთ რომ დავიწყოთ კურსები პროგრამირების/IT-ის/ კუთხით.
ჩვენი საიტია
http://grapefruit.ge/ . სადაც ამ ეტაპზე განთავსებულია მხოლოდ კურსზე რეგისტაციის ფორმა, მალე გაეშვება მთლიანი საიტი.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი feedback - ი, შენიშვნები, იდეები, კრიტიკა...
P.S. კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაწეროთ აქ და ვეცდები მაქსიმალურად სწრაფად გაგცეთ პასუხები. დიდი მადლობა ყველას.