სახელმწიფო ავტოპარკის განახლებისა და მოვლა-პატრონობის
ერთი კალენდარული წლის საბიუჯეტო ხარჯები
(მასალა მომზადდა კალენდარული 2012 წლის მაგალითზე. ამასთანავე ავტოპარკის ხარჯები არ მოიცავს საწვავზე გახარჯულ თანხებს.)
დასაწყისშივე მინდა მოგახსენოთ რომ, მასალაში გამოყენებული ყველა მონაცემი მოპოვებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ვებ-გვერდ spa.gov.ge-დან და შესაბამისად წარმოადგენს ოფიციალურ მონაცემებს.
იმისთვის რომ ინფორმაცია ამომწურავად და დეტალურად იყოს წარმოდგენილი, აუცილებელია იგი დავყოთ ცალკეულ მონაცემებად და შესაბამისი თანმიმდევრობით განვიხილოთ თითოეული მათგანი.
მონაცემი 1.
სულ 2012 წელს, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეიძინა 155 საბიუჯეტო ორგანიზაციამ.
მონაცემი 2.
სულ 2012 წელს, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად გაფორმდა 260-მდე ხელშეკრულება.
მონაცემი 3.
სულ 2012 წელს, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შეძენილ იქნა 461 ცალი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
მონაცემი 4.
2012 წელს, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესასყიდად, სულ საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ დაიხარჯა 17 371 845.93 ლარი.
მონაცემი 5.
2012 წელს, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად ყველაზე მეტი თანხა დახარჯა შსს მომსახურების სააგენტომ - 1 838 280 ლარი.
მონაცემი 6.
2012 წელს, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, სულ საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების შესაძენად გაფორმდა 430-მდე ხელშეკრულება.
მონაცემი 7.
2012 წელს, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების შესაძენად გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 10 114 419.6 ლარი.
მონაცემი 8.
2012 წელს, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, სახელმწიფო ავტოპარკის განახლებისა (ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა) და მოვლა პატრონობისთვის (ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების შეძენა) სულ საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გაიხარჯა დაახლოებით 27 486 265.53 ლარი (17 371 845.93 + 10 114 419.6)
ავტორის კომენტარი: ზემოთ მოყვანილი ყველა მონაცემი ეკუთვნის მხოლოდ საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებს და არ მოიცავს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ სპეციალურ ტექნიკაზე გაწეულ ხარჯებს.
ამრიგად, ამ მონაცემების ანალიზის შედეგად შეიძლება ითქვას რომ, წლიურად სახელმწიფო საკმაოდ დიდ თანხას (2012 წლის მაგალითზე - დაახლოებით 27 486 265.53 ლარი) ხარჯავს საკუთარი ავტოპარკის განახლება და მოვლა-პატრონობისთვის. ამასთანავე უნდა აღინიშნოს რომ, უახლოეს გასულ წლებში, სახელმწიფოს მიერ ავტოპარკისთვის დახარჯული საბიუჯეტო სახსრების რაოდენობა შეიძლება განსხვავებული იყოს 2012 წლის ამ მაჩვენებლისგან, მაგრამ სავარაუდოდ მეტი თუ არა მნიშვნელოვნად ნაკლები მაინც არ იქნება მსგავსი თანხების რაოდენობა. ამ ვარაუდს ალბათ ამყარებს ის ფაქტიც რომ, მაგალითად, 19.12.2011-ში გაფორმებული #570 ხელშეკრულების თანახმად, შსს მომსახურების სააგენტომ ერთჯერადი შესყიდვით შეიძინა 12 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მსუბუქი ავტომობილი შკოდას სხვადასხვა მოდელი, რაც უდაოდ ძალიან დიდი ციფრია და ალბათ მკითხველიც დამეთანხმება ამაში.
ჩემი სუბიექტური და ალბათ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მოსაზრებიდან გამომდინარე, მომავალში სასურველია შემცირდეს მსგავსი საბიუჯეტო ხარჯების რაოდენობა და გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი მიმართულ იქნას სხვადასხვა გრძელვადიანი! ეკონომიკური ან სოციალური პროექტების დასაფინანსებლად.
აქვე დეტალურად წარმოგიდგენთ 2012 წელს, სახელმწიფო ავტოპარკის განახლებისა და მოვლა-პატრონობისთვის დახარჯული საბიუჯეტო სახსრების მონაცემებს.
1. 2012 წელს შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებები
(საბიუჯეტო ორგანიზაციების მიხედვით)
2. 2012 წელს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებები
(საბიუჯეტო ორგანიზაციების მიხედვით)
ეს მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ მასალის სრულ PDF ვერსიაში დასაწყისში მითითებულ მისამართზე.
წყარო:
http://www.facebook.com/GiorgiChakhaiaAnalizuriMasalebi