მოკლედ, ფორუმელებო, მე ახალი ვარ. რამდენიმე კითხვა მაქვს რომლებზეც ძალიან მჭირდება პასუხები, თუ შეგიძლიათ იქნებ დამეხმაროთ
1. ვაბარებ "თსუ"–ში იურიდიულ ფაკულტეტზე, მეოთხე საგნად ისტორიას ვაბარებ. მეგობრებმა მითხრეს მეხუთე საგნის ჩაბარება გრანტის აღების შანსს ზრდისო და მართალია? მაგ ლოგიკით გადავწყვიტე მეხუთე საგნად ჩავაბარო ქართული, მაგრამ არ მინდა ტყუილად თავის მტვრევა, თუ გრანტის აღების არანაირ შანსს არ მიზრდის, მაშინ რატომ ჩავაბარო
2. ჩემს ფაკულტეტზე არის მარტო 100% დაფინანსება. იქნებ იცოდეთ მინიმუმ რა ქულები უნდა ავიღო დაფინანსების მისაღებად
P.S უღრმესი მადლობა წინასწარ