ხვალ, 13:00 საათზე, ერეკლე მეორის საზოგადოების ინიციატივით, წიწამურში, ილიას ძეგლთან მოეწყობა აქცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები: პეტრე მამრაძე, თეიმურაზ ქორიძე, გივი სომხიშვილი, მიხეილ აიდინოვი და სხვები. აქციაზე გამომსვლელები და ერეკლე მეორის საზოგადოების წევრები შეუერთდებიან ფართო საზოგადოების მოთხოვნას პრეზიდენტის გადაყენების თაობაზე. აქციის ორგანიზატორები ილიას ძეგლთან ნათლიღების დღეს აქციის ჩატარებას სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებენ. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ერის სულიერი მამა, წმინდანად შერაცხული ილია მართალი საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ სიტყვის მასალად სჭირდება. წიწამურის ძეგლი არის ნათელი დადასტურება იმისა, თუ როგორ შორს იყო და არის ყოფილი ხელისუფლების სიტყვები მათ ქმედებებთან. ეს გაპარტახებული კომპლექსი ნათელი დადასტურებაა იმ სულიერი და ეკონომიკური გაპარტახებისა, რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში განიცადა ქვეყანამ.
`აქციის წევრები მოუწოდებენ პრეზიდენტს და ნაცმოძრაობის კონტროლირებად მასმედიას, განსაკუთრებით ‘რუსთავი-2’-ის ჟურნალისტებს, რომლებიც ინტრიგების ხლართვით არიან დაკავებული და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ეწევიან, მოვიდნენ და ნახონ ერის გაპარტახების მცდელობის თვალსაჩინო მაგალითი. იმავდროულად, აქციის მონაწილენი სთხოვენ დღევანდელ ხელისუფლებას, საქმიან წრეებს, ყველას ვისაც ხელეწიფება, იზრუნონ ძეგლის რეკონსტრუქციისთვის, მით უმეტეს, რომ იგი საქართველოს სამხედრო გზის ყველაზე თვლსაჩინო ადგილას მდებარეობს~, _ ნათქვამია ერეკლე მეორის საზოგადოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
http://medianews.ge/ge/khvaltsitsamurshiil...aimarteba/29050