http://www.iveroni.com.ge/aqtualuri-themeb...html?lang=ka-GEევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იანვრის სესიის ფარგლებში, რუსეთის დელეგაცია საქართველოში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას, ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ სპეციალური მოხსენების შემუშავების საკითხს დააყენებს.
ამის შესახებ განცხადება რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პუშკოვის მოსაზრებით, სააკაშვილის მიმართ, რომელიც სესიაზე სიტყვით წარსდგება, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა იქნება. მისივე თქმით, სააკაშვილის მმართველობის დროს ბევრი უკანონო ქმედება იქნა ჩადენილი. პუშკოვის განცხადებით, არსებობს შეკითხვები ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაღუპვასთან დაკავშირებითაც.
"თუ სააკშვილი მიიჩნევს, რომ მას ტრიუმფალური დემოკრატიული გამოსვლა ექნება, მაშინ ის ცდება. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ მოხსენების შემუშავების ინიციატივით ზამთრის ან მომავალ, აპრილის სესიაზე გამოვალთ", - აღნიშნა პუშკოვმა.
ამას გარდა, როგორც დელგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დაგეგმილია მისი შეხვედრა საქართველოს საერთაშორისო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელთან. პუშკოვის განცხადებით, თუ ეს შეხვედრა წარმატებულად ჩაივლის, მაშინ აპრილის სესიაზე, შესაძლოა, ქართულ და რუსულ დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართოს.