1. სოციოლოგიური კვლევების შედეგად პარტიების ახალი რეიტინგი გამოვლინდა: 65 % ოცნებას, 13 ნაცმოს. ჩემი კომენტარი: მალე ეგეც აღარ გექნებათ ნაცებო,, ხალხი კბილებდაკაწკაწებული ელოდება, როდის გაძუყნიან ნაციონალებს. ბიძინას აკრიტიკებენ, რატო ყველა ციხეში არ ჩაყარა და რაღას ელოდებაო. ესე რომ ვიდრე თქვენ ნაციონალებო, გაზაფხულს ელოდებით და კიდევ იმას, ვანოს რომ დაიჭერენ, მილიონობით ხალხი გამოვა და გააპროტესტებსო, შეიძლება მალე ისეთი დრო დაგიდგეთ, ღარიბას დასაცავები გახდეთ.
2. ახალი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის გამო ნელ-ნელა ორთოდოქსი ნაცების ნაწილი კმაყოფილია, ბიძინას "რუსეთის აგენტობა" უსაზღვრო გონებაჩლუნგების მეტს ნაცებშიც აღარავის სჯერა. ახალი ხელისუფლების მოსვლა კი მათ ჯიბეებზე უკეთესად აისახა და ამიტომ ბიძინა მიმართ დადებითი გრძნობები გაუჩნდათ, თუმცა ჯერ ვერ ამხელენ მაინც, მაგრამ ზოგჯერ წამოსცდებათ ხოლმე. მაგალითად, ბიძინას მოსვლის მერე, მიშისტ იუზერ ვასილის გაცილებით უკეთესად მისდის ვაჭრობის საქმე ლილოს ბაზრობაზე. ვეჭვობ მას მალე ვიხილავთ მეოცნებეთა რიგებში, ისევე როგორც მრავალი სხვა მიშისტი გადმოვიდა ჩვენ ბანაკში არჩევნების მერე

ინფორმაციებს რაც შეეხება (წყაროები: სააგენტოები ინტერპრესნიუსი და ჯიეიჩენი). შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი

„ქართუ“ ჯგუფმა კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის სახლების გადახურვა დაიწყო
„ქართუ“ ჯგუფის დავალებით ლაგოდეხში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას სახლებს გადაუხურავენ. სამუშაოების პირველი ეტაპი დღეს დაიწყო. ხე-ტყითა და მეტალოკრამიტის მასალით დატვირთული მანქანები უკვე დაიძრა ლაგოდეხისაკენ. როგორც ასოციაცია ,,ატუს’’ მთავარმა ინჟინერმა გვითხრა, ეს ეტაპი ახალ წლამდე უნდა დასრულდეს. რაც შეეხება დასაქმებას, ამჯერად სამუშაოს საჩხერელი ხელოსნები შეასრულებენ, რადგან მათ ამის გამოცდილება აქვთ და გადახურვის სპეციფიკა კარგად იციან. შემდგომში, თუ ეს პროექტები გაგრძელდება, გათვალისწინებულია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაც.
დღეს, 8 დეკემბერს, 19:30 საათზე, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" ბიზნესფორუმის "ისრაელის ბიზნესი საქართველოში - 2013" საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
ბიზნესფორუმზე "ისრაელის ბიზნესი საქართველოში - 2013" იმ 50 საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია შედგება, რომელსაც საქართველოში ისრაელის კომპანიები უძრავი ქონების განვითარების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, კომუნიკაციებისა და სხვა სფეროებში ახორციელებენ.
ორგანიზატორთა განცხადებით, ფორუმი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ საქართველოში პირველად "სოთბის" წარმომადგენლები ჩამოდიან. ღონისძიებაში ისრაელისა და საქართველოს კერძო სექტორისა და სახელისუფლებო უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.
ისრაელის სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ მხარდაჭერის წერილები ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს, შრომის პარტიისა და ისრაელში მოქმედი სავაჭრო და ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელებისგან მიიღო.
ბიზნესფორუმის სამუშაო ნაწილი 2012 წლის 7 დეკემბერს, 12 საათზე დაიწყება და 9 დეკემბრამდე გაგრძელდება. საქმიანი შეხვედრები ეკონომიკის და მდგრადი განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში გაიმართება.
ბიზნესფორუმის პარალელურად, აღინიშნება ებრაული დღესასწაული "ხანუქა". ღონისძიების მსვლელობისას "ხანუქას" პირველი სანთელი საზეიმო ვითარებაში აინთება.
"ხანუქას" 8 დღის განმავლობაში, ებრაელი ხალხი ისრაელსა და მსოფლიოს ყველა კუთხეში ზეიმობს და 8 სანთელს ანთებს. დღესასწაული მცირერიცხოვანი მაქაბელი ებრაელების მტრის ურიცხვ ლაშქარზე გამარჯვებას უკავშირდება და სამართლიანობის - უსამართლობაზე და მცირე ერების - დიდ ერებზე გამარჯვების სიმბოლოა.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე მიესალმება მთავრობის ინიციატივას, რაც ქართული ფონდების უცხოურ საინვესტიციო პროექტებში თანამონაწილეობას გულისხმობს და მიაჩნია, რომ ეს სტიმულს მისცემს პოტენციურ ინვესტორებსა თუ არსებულ ბიზნესმენებს საქმიანობის გაგრძელებისთვის და ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობს.
ბიძინა ივანიშვილი - მიმდინარეობს მუშაობა, რომ მოსახლეობას იპოთეკური კრედიტების პრობლემა შეუმსუბუქდეს
საერთო პრობლემები, რაც რეგიონებში იკვეთება, იპოთეკური კრედიტებია და მიმდინარეობს მუშაობა, რომ მოსახლეობას ეს პრობლემა ნაწილობრივ მაინც შეუმსუბუქდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ამ პრობლების გადაჭრას აჭარიდან ვიწყებთ, სადაც ამ პრობლემას უახლოეს ერთ კვირაში მოვაგვარებთ და შემდეგ მუშაობის დაწყება მთელ საქართველოშიც იქნება შესაძლებელი", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილისა და უმრავლესობის შეხვედრა პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითური ჯგუფი დააკავა
2012 წლის 5 დეკემბერს შსს თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე დაკავეს თბილისში მცხოვრები სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1971 წელს დაბადებული ვლადიმერ ს. და 1975 წელს დაბადებული დიანა ე.
საქმის მასალების თანახმად, 2011 წლის იანვარში, ვლადიმერ ს.-მ და დიანა ე.-მ თაღლითურად გამოართვეს ქეთევან და ანატოლი საპანაძეებს ფულადი თანხა, 600 ლარისა და 5000 აშშ დოლარის ოდენობით. ამის სანაცვლოდ, საპანაძეებს დაპირდნენ მათი მსჯავრდებული შვილის დავით საპანაძის შეწყალების გზით გათავისუფლებას, ხოლო თანხის მისაკუთრების შემდეგ აღნიშნული პიროვნებები მიიმალნენ.
ვლადიმერ ს. და დიანა ე. წარსულში სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავების მიერ ანალოგიური ბრალდებით იძებნებოდნენ. გარდა ამისა, ვლადიმერ ს., ასევე თაღლითობის ბრალდებით, 2004 წელს საქართველოშიც არის ნასამართლევი.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლით.
თურქეთის გენერალური შტაბის საჩუქარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
დღეს თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა საქართველოს სამხედრო უწყებას საჩუქრად ორი ერთეული „ლენდ როვერის"-ის მარკის საველე სარემონტო მანქანა და ერთი ერთეული "ფორდის" მარკის ცეცხლმქრობი საველე მანქანა გადმოსცა. გადაცემის საზეიმო ცერემონია ორხევის დასახლებაში მდებარე საავტომობილო ბატალიონის ბაზაზე გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის უწებისთვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გადმოცემა, თურქეთის მხარესთან 2006 და 2008 წლებში ხელმოწერილი საგარეო სამხედრო დახმარების პროგრამის ფარგლებში მოხდა. ქართული მხარის მხრიდან დოკუმენტს ხელი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი კერესელიძემ, ხოლო თურქეთის მხრიდან - თურქეთის გენერალური შტაბის ლოგისტიკური საკითხების ოფიცერმა, შტაბის მაიორმა აიჰან დოღრუოზიმ.
„დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის უწყებებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით მადლობას გიხდით იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც უკვე მრავალი წელია თურქული მხარე ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ და არა მხოლოდ ლოგისტიკისა და საგარეო ფინანსური დახმარებების ფარგლებში. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმ თანადგომას, რაც ქართველი სამხედროებისათვის საგანმანათლებლო კურსებით უზრუნველყოფასა და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებით გამოიხატება" - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბურჭულაძემ.
მანქანების გადმოცემის საზეიმო ცერემონიას გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თურქეთის მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა მურათ ბურანმა და სამხედრო ატაშემ
დევნილებისთვის 7 შენობის რეაბილიტაცია დაიწყება
პრემიერ- მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 7 შენობა გარემონტდება. პროექტი დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.
სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება გორში, მეჯვრისხევის ქ.№24ბ-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში. თბილისში, კაიროს ქ.№20-ში, კასკადის ქ.№41-ში (ზაჰესის გამგ. შენობა), ძმები ღარიშვილების ქ.№7-სა (მიწისქვეშმშენის შენობა) და კახეთის გზატკეცილის №25-ში (სამთო მექანიკის ინსტიტუტი) მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში კი, სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.
მასშტაბური სამუშაოები ჩაუტარდება თბილისში, ბაბუცუძის ქ.№12-ში მდებარე შენობას, სადაც დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის ობიექტის საცხოვრებელ ბინებად გადაკეთება მოხდება. შენობაში განახლდება წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები და გამოიცვლება სახურავი.
სამუშაოების ჩატარებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, 2012 წლის ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან დააფინანსებს.შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოსცა. გათვალისწინებული სამუშაოების და მომსახურების შესყიდვის შეზღუდულ ვადებში განხორციელების გამო, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიენიჭა უფლება შესყიდვები გამარტივებული წესით განახორციელოს.
ჯერ სად ვართ

ოო, თვით გიგანტ მისლი შემოსულა ჩემ თემაში რა პატივია. დაჟე დაპოსტა კიდეც
This post has been edited by herbe on 8 Dec 2012, 19:11