პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 დეკემბერს განაცხადა, რომ 2007 წლიდან დასაქმების პროგრამის განხორციელებას, მისი ეფექტურობის შემდგომი ზრდის მიზნით, ეკონომიკის სამინისტრო გააკონტროლებს. ოფიციალური ინფორმაციით, ეს პროგრამა უკვე 10 000 მოქალაქეს დაეხმარა სამსახურის მოძებნაში.
პროგრამის ფარგლებში, რომლის განხორციელებაც 2006 წლის სექტემბერში ჯანდაცვის სამინისტროს ზედამხედველობით დაიწყო, თითოეულმა მონაწილემ, სამთვიანი მომზადების ფარგლებში 450 ლარი მიიღო.
ოფიციალური ინფორმაციით, პროგრამაში 35 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.
"ამ პროგრამის შემდეგ სულ ცოტა 10 000 კაცმა უკვე მიიღო მუდმივი სამუშაო ადგილი“, - განუცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა პრეზიდენტს 8 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე.
"ამ პროგრამაზე 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი სამუშაო ადგილის შექმნა საშუალოდ 2 000 ლარი ჯდება“, - დასძინა მან."ყველა ისეთ საწარმოს, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის, განსაკუთრებული წახალისება სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან; ჩვენ გვჭირდება ის ხალხი, ვინც ასაქმებს. ვინც ასაქმებს ის არის ჩვენი მეგობარი და ქვეყნის მეგობარი. მე მინდა, რომ ჩვენ შემოვიღოთ ახალი მედალი, რომლითაც დავაჯილდოვებთ იმ ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტი ადამიანი დაასაქმა. აქამდე ჩვენ გვქონდა საბრძოლო ორდენები და ახლა უნდა წავახალისოთ ის ადამიანები, ვინც იბრძვის ეკონომიკურ ფრონტზე, იმიტომ რომ ესეც ჩვენთვის არის საქართველოს თავდაცვის მთავარი წინა ხაზი“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ეს უცებ რაც ვნახე ნეტში
2000 მეენთი ტრუხა ბაზარია
როგორც ვიცი დაახლოვებით 20-25 ათასი ჯდება 1 სამუშაო ადგილის შექმნა
ეხლა რა საკითხს მინდა შევეხო პატივცემულო პარტ. მუშაკებო
ქუთაისში პარლამენტმა დაასაქმა მაქს 1000 ადამიანი(?)
იმ მუშებს არ ვგულისხმობ რომლებიც აშენებდნენ რადგან ეს მუდმივი სამუშაო არ იყო
ვგულისხმობ პარლამენტში დასაქმებულ პერსონალს
როგორც ვიცით 340 მილიონზე მეტი დაჯდა პარლამენტი(
http://www.civil.ge/geo/article.php?id=26162 )
ვთქვათ ეს გაბერილი ციფრია და დაჯდა 200 მილიონი
ეხლა ვიანგარიშოთ მარტივად
200 მილიონი რომ გაყო 25000 ლარზე ვიღებთ რვა ათას ადგილს
ხოდა ეხლა მითხარით
რომელი ჯობდა?
პარლამენტში დასაქმება თუ რამე საწარმო რომელიც დაასაქმებდა რვა ათას ადამიანს და + შეიქმნებოდა პროდუქცია რომელიც მოიტანდა მოგებას(იმედია

)
ეხლა იმას ნუ დაწერთ რომ უკვე აშენებულია და ამბავი
ვიმსჯელოთ იმაზე თუ რომელი ჯობდა რომ შემდგომ თელავში და ჩხოროწყუშიც აღარ აგვიშენონ პარლამენტი რომელიც დაასაქმებს ხალხს

ხო
დამავიწყდა
შეიძლება ითქვას რომ პარლამენტის მშენებლობით ახალი სამუშაო ადგილები არ შექმნილა რადგან ქუთაისში დასაქმებულმა ავტომატურად ამოაგდო თბილისში დასაქმებული
This post has been edited by SPLIYVI on 18 Jan 2013, 09:08