#34919421 · 27 Jan 2013, 03:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თბილისი (GBC) - Busienss Insider-მა ყველაზე სტრესული სამუშოს რეიტინგი გამოაქვეყნა.
სტრესის დონის მიხედვით სულ 200 სახეობის სამუშაოს კველვა ჩატარდა. შეფასების კრიტერიუმები 11 ძირითად ფაქტორს ეფუძნებოდა: საქმიანი მოგზაურობის რაოდენობა, ზრდის პოტენციალი, საქმის აუცილებლობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების აუცილებლობა, ფიზიკური მზადყოფნის მოთხოვნა, გარემო პირობები, შემთხვევითი რისკები, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, სხვისი სიცოცხლისადმი პასუხისმგებლობა და საზოგადოების კონტროლი.
კველვის შედეგად გაირკვა, რომ 2013 წლისთვის ყველაზე სტრესული სამუშაო სამხედრო სამსახური აღმოჩნდა, სადაც საშუალო წლიური ხელფასი 41 998 აშშ დოლარით განისაზღვრება.
მეორე ადგილი სამხედრო გენერალიტეტს ერგო, საშუალო წლიური ხელფასით 196 300 აშშ დოლარი, ხოლო მესამე ადგილი მეხანძრეს, რომლის საშუალო წლიური ხელფასი 45 250 აშშ დოლარს უტოლდება.
ხუთეულში ასევე შედიან: სამოქალაქო ავიაციის პილოტები (92 060 აშშ დოლარი) და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერები (57 550 აშშ დოლარი).
ასევე სტერსული აღმოჩნდა მთავარი კორპორაციული აღმასრულებლის სამუშაოც, რომლის საშუალო წლიური ხელფასი 101 250 აშშ დოლარს შეადგენს, მეშვიდე ადგილს ფოტოჟურნალისტი იკავებს (29 130 აშშ დოლარი), მას მოსდევს გაზეთის რეპორტიორი (36 000 აშშ დოლარი) , ტაქსის მძღოლი (22 440 აშშ დოლარი). ათეულს კი პოლიციის ოფიცერი ასრულებს, რომლის საშუალო წლიური ხელფასი 55 ათას აშშ დოლარს შეადგენს.
--------------------
კაცს დააწვენენ საგიჟეთში, რომელიც პერიოდულად იძახის: "გაგაწარმოვებ, გაგაწარმოვებო..."
მეორე გიჟი ეუბნება: "მე ვერ გამაწარმოვებ, e ხარისხად x ვარო".
ანეგდოტი მათემატიკოსებისათვის :))
|