#34909318 · 26 Jan 2013, 15:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
10.ზინედინ ზიდანი ("ბლექბერნი", 1995)
თუ ვინმე ფიქრობს, რომ რონალდინიოს "ბლექბერნში" ტრანსფერზე საუბარი სრული სიგიჟეა მას 1995 წელს შევახსენებთ, როდესაც იმხანად ინგლისის ჩემპიონ "ბლექბერნს" ზინედინ ზიდანის შენძენის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა "ბლექბერნის" მწვრთნელმა რეი ჰარფორდმა თქვა: "ვის რაში სჭირდება ზიდანი, როცა გვყავს ტიმ შერვუდი". აღსანიშნავია, რომ ერთი წლის შემდეგ ზიზუს "ნიუკასლში" გადასვლის შანსი გაუჩნდა, თუმცა "კაჭკაჭების" იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ფრანგი ინგლისურ ფეხბურთს ალღოს ვერ აუღებდა.
9.რაული ("ატლეტიკო", 1992)
მადრიდის "რეალის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და ცოცხალი ლეგენდა რაული "ატლეტიკოს" საფეხბურთო სკოლაში სწავლობდა. მაშინ "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ხესუს ხილმა რაული ძირითად გუნდში სათამაშოდ დაიწუნა და რაულმაც "რეალს" მიაშურა. ამის შემდეგ იგი "სამეფო კლუბის" სიმბოლოდ იქცა.
8.ბეპე სენიორი ("პარმა", 1995)
იმხანად "პარმა" საკმაოდ სოლიდურ ძალას წარმოადგენდა. პარმეზანულ კლუბში თამაშობდნენ ჯანფრანკო ძოლა, ტომას ბროლინი და ფაუსტინო ასპრილია. გუნდის ხელმძღვანელობა ბეპე სინიორის შეძენასთანაც ახლოს იყო, თუმცა ერთ-ერთმა საუკთესო იტალიელმა მეგოლემ "პარმაში" გადასვლაზე უარი განაცხადა, და შესაძლოა სწორედ ამის გამო ვერ მოახერხა "პარმამ" იტალიის ჩემპიონობის მოგება.
7.სტივენ ჯერარდი ("მანჩესტერ იუნაიტედი", 2005)
თინეიჯერობისას "სტივი ჯის" "მანჩესტერში" აღმოჩენის რეალური შანსი ჰქონდა. სერ ალექს ფერგიუსონს ჯერარდი როი კინის იდეალურ შემცვლელად მიაჩნდა, 2005 წელს ჯერარდი "ლივერპულიდან" წასვლასაც ფიქრობდა, თუმცა "მანჩესტერში" მისი გადასვლა ისევე როგორც მაშინ ახლაც არარეალურია.
6.როი კინი ("რეალი", 2006)
2005 წლის მიწურულს ირლანდიელ ფეხბურთელს სერ ალექსთან ურთიერთობა გაუფუჭდა. ვეტერანი საყრდენი ნახევარმცველის შეძენას არაერთი კლუბი ლამობდა, მათ შორის "იუვენტუსიც" რომელმაც შემდეგ პატრიკ ვიეირა იყიდა. "რეალში" კინს დევიდ ბექჰემი ეპატიჟებოდა და მადრიდელები ახლოს იყვნენ ამ ფეხბურთელის შეძენასთან, თუმცა კინი შემდეგ "სელტიკში" აღმოჩნდა.
5.იოჰან კრუიფი ("რეალი" 1973)
გუშინ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის დასახელების ცერემონიალზე სცენაზე "ბარსელონას" საფეხბურთო სკოლის სამი აღზრდილი იდგა. ეს საფეხბურთო სკოლა იოჰან კრუიფის რჩევით ჩამოყალიბდა. კატალონიური კლუბის გუშინდელი ტრიუმფი შესაძლოა არც შემდგარიყო 1973 წელს იოჰან კრუფს, სხვაგვარი არჩევანი, რომ გაეკეთებინა. მფრინავ ჰოლანდიელს "ბარსა" და "რეალი" ერთდროულად იწვევდა კრუიფმა "ბარსელონა" არჩია.
4.მარკო ვან ბასტენი ("ბარსელონა", 1992)
გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მუდმივად საუბრობდნენ მარკო ვან ბასტენის შესაძლო ტრანსფერზე "ბარსელონაში", თუმცა მარკომ 1992 წელს "მილანთან" გააფორმა კონტრაქტი.
3.კენი დალგლიში ("მანჩესტერ იუნაიტედი", 1977)
სულ ახლახან "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე "წითლების" ცოცხალი ლეგენდა კენი დალგლიში დაინიშნა, არადა 1977 წელს დალგლიშს "მანჩესტერში" გადასვლის შანსი ჰქონდა და კენი ამ ტრანსფერს რომ დათანხმებულიყო უკვე "წითელი ეშმაკუნების" ლეგენდა იქნებოდა.
2.დიეგო მარადონა ("იუვენტუსი", 1984)
1984 წელს 23 წლის დიეგო მარადონამ "ნაპოლისთან" გააფორმა კონტრაქტი და იტალიაში "მილანუისა" და "იუვენტუსის" ორმართველობას ბოლო მოეღო. იმავე წელს "იუვეს" დიეგოს შეძენის შანსი ჰქონდა, თუმცა ტურინელებმა მიშელ პლატინი არჩიეს.
1.რობერტო ბაჯო ("ბარსელონა", 1996)
გენიალური იტალიელი დაბადებული იყო იმისთვის, რომ ოდესმე მაინც ეთამაშა "ბარსას" მაისურით. 1996 წელს რობერტო ბაჯოს "ბარსელონაში" გადასვლის რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. იმხანად "ბარსელონას" ბობი რობსონი ავარჯიშებდა, ვისაც ჟოზე მოურინიო ეხმარებოდა. კატალონიურ გრანდში თამაშობდნენ გენიალური რონალდო, ლუის ენრიკე, ლუიშ ფიგუ, ხრისტო სტოიჩკოვი, პეპ გვარდიოლა და სხვები. ბაჯო ამ კომპანიას აშკარად მოუხდებოდა. იმ "ბარსელონამ" იტალიელის გარეშეც შეძლო საკმაოდ ბევრი ტიტულის მოგება, მაგრამ ბაჯოსთან ერთად კიდევ ერთი დრიმ ტიმი იქნებოდა.
--------------------
მიწისქვეშეთში მძინარე მეფეთა ასულები მომიტაცებია. ტრებონის კარიბჭეები გადამიწვავს. ფელურიანთან ღამე გამიტარებია, თუმცა არც სიცოცხლე დამიკარგავს და არც ჭკუიდან შევშლილვარ. . მისაუბრია ღმერთებთან, მყვარებია ქალები და ისეთი სიმღერები შემითხზავს, მენესტრელებსაც უღვრიათ ცრემლი
|