გუშინ საღამოს ტაქსში ჩავჯექი. ტაქსის მძღოლი სადღაც 70 წლის იქნებოდა. დაიწყო თავის ძველი ისტორიების მოყოლოა.
ერთ დროს მაგარი თანამდებობა მეკავაო, რაღაც სამინისტროს მინისტრის მოადგილე ვიყავიო. ვოლგები რომ ახალი შემოსული იყო, ერთერთმა პირველმა მე ვიყიდე საქართველოშიო. ეს ფუფუნება მომბეზრდა და ანტიკვარული მანქანა ვიყიდე, ჰიტლერი რომ დადიოდა ისეთი ზუსტადო. ძმაკაცებს გაუვლიდი, გოგოებს ჩავისვავდით ამ მანქანაში და მაგარს ვერთობოდითო. მე ესე ვუსმენდი (

) არადა ტიპაჟს ეტყობოდა ძერსკი ბაბუ იყო

უცბად მეუბნება, ბარდაჩოკი გამოაღე, სურათებია მანდ და დაათვალიერე თუ გინდაო. გამოვაღე და მართლაც ჰიტლერის ნაირი მანქანა, გოგოები ჩასმული, თავის ძმაკაცები, გულაობა. მაგარ შარვალ კოსტუმში გამოწყობილი შეხვედრაზეა და ხელს ართმევს ვიღაც ტიპებს.
მანქანიდან რომ გადმოვედი, უცნაური გრძნობა დამეუფლა.
ნუთუ ტაქსისტური მითები რეალობაა??????????
This post has been edited by brevalo on 23 Jan 2013, 14:18