http://i.imgur.com/BYg53bE.jpgდაბეგრეთ თურქული ნაგავი , ყველა სოფელში შესაფუთი მოწყობილობები, პროდუქტის იერსახე მიეცეს ჩვენ პროდუქციას .... რიგი დადგება
არანაირი ვალი და დიშლა უცხოელებისაგან

ქართული სოფელი მსოფლიო ბანკის კრედიტის მოლოდინში
[ქართული სოფელი მსოფლიო ბანკის კრედიტის მოლოდინში]
მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საქართველო უკვე ვეღარ ამართლებდა იმ სახელს, რაც ძველმა ბერძნებმა უწოდეს. მიწათმოქმედთა ქვეყანაში მეურნეობის ერთ-ერთი დარგი, რომელიც სტიქიური გახდა და განადგურდა, სოფლის მეურნეობა იყო.
თუმცა ბოლო დროს ამ მიმართულებით გამოცოცხლება შეინიშნება. გვესაუბრება ჭიათურის გამგებელი სულხან მახათაძე:
"გუშინ ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ბანკი დამატებით დაბალპროცენტიან კრედიტს გამოჰყოფს ქართული სოფლის მეურნეობის დასახმარებლად. კრედიტები არც აქამდე გვაკლდა, მაგრამ მათი დიდი ნაწილი ნაციონალების მიერ არამიზნობრივად იხარჯებოდა და ძირითადად, სასუქის შეძენას ხმარდებოდა.
"არადა, სასუქი ვის რაში უნდოდა, როცა ხალხს სათესლე მასალების შეძენის საშუალებაც არ ჰქონდა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ სასუქებით ნაციონალები მხოლოდ თავის მომხრეებს აჯილდოვებდნენ, ნაწილს კი სულაც ორმაგ და სამმაგ ფასში ყიდიდნენ იმათზე, ვისაც მართლა სჭირდებოდა.
ამ სესხის მიზნობრიობა კი უკვე გაწერილია. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენმა რაიონმა უკვე იცის, რა თანხას მივიღებთ და რაზე დაიხარჯება. ასე და ამგვარად, ჭიათურა მიიღებს 3.43 მილიონ ლარს, საიდანაც 1.1 მილიონი ირიგაციაზე, 0.4 მილიონი 23 ტრაქტორისტის გადამზადებაზე, 1.3 მილიონი კი სოფელ ხრეითში პროდუქტების გადამამუშავებელი კომბინატის მშენებლობაზე წავა.
ცალკე მინდა შევეხო დანარჩენ 630 ათას ლარს, რომელსაც ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალის შესაძენად გამოვიყენებთ. ჩვენ უკვე გვაქვს პროექტი, ჩვენი სიმინდისა და მჭადის ფქვილის მსოფლიო ბაზარზე გასატანად. თუმცა კი გვესმის, რომ სიმინდის ბაზარზე დიდი კონკურენციაა და დიდი ბრძოლა გველის. აი, მჭადის ფქვილის ბაზარზე კი მხოლოდ ესპანელები თუ გაგვიწევენ კონკურენციას, კერძოდ ბასკეთის მხარე, სადაც დღემდე არსებობს მჭადის კულტი და ამ საკითხს განსაკუთრებული სენსიტიურობით უდგებიან".
მოკლედ, სამუშაო ბევრია, მაგრამ ღმერთის იმედით, გვწამს, რომ დაწყებული აღმშენებლობა ქართულ სოფელს აუცილებლად გამოაცოცხლებს".
ნათელა წულაძე

ნათელ რაც 80 წლების ბოლოს იქმნებოდა დოვლათი იმის 40 % რომ გავიდეთ რაღა გვიჭირს,
This post has been edited by ხარონი on 21 Jan 2013, 17:14