ძალიან სახიფათო მოთხოვნების წამოყენება დაიწყო ეკლესიამ, ამჯერად მოითხოვეს ერთი უშუალოდ სახელმწიფო ფუნქცია:
- ჯვრისწერა იურიდიულად იქნეს ცნობილი
და ასევე სამხედრო-საჯარისო ფორმირებებში, საპატიმროებსა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოძღვრის ინსტიტუტის განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი - ოფიციალურად.
მართალია რელიგიურ პროპაგანდას ადრეც ეწეოდნენ მამაოები ჯარში და საპატიმროებში, მაგრამ ახლა დაკანონება სურთ.
ეს ყველაფერი მოითხოვეს კონკორდატის საფუძველზე, რომლის კომისიაში, მთავრობის მხრიდან ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო და იმედი ვიქონიოთ არ დაუშვებს სახელმწიფო საქმეებში ეკლესიის ჩარევას. ინსტიტუტს არა უშავს, მაგრამ ჯვრისწერის იურიდიულ აქტად ცნობა არის დაუშვებელი.
საპატრიარქო ცდილობს დააკანონოს მართლმადიდებლური პროპაგანდა ჯარში და საპატიმროებშიეკლესია ითხოვს სახელმწიფო ფუნქციის მითვისებას - ჯვრისწერის იურიდიულ აქტად ცნობაამასთან, არის ნათელი წერტილისკენ ძვრები, ბიძინამ დაუმატა სამუშაო ჯგუფები და ჯამში გამოვიდა 8:
1. ქონებრივი საკითხების განმხილველი და ეკლესიის ეკონომიკური საქმიანობისათვის შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შემქმნელი სამუშაო ჯგუფი (ეს მოგვიანებით შეიძლება გახდეს ეკლესიის დასაბეგრი საფუძველი)
2. XIX და XX სს-ში ეკლესიისათვის მიყენებული ზარალის დამდგენი სამუშაო ჯგუფი - რომ სამუდამოდ არ ვუხადოთ ხარკი ეკლესიას, განისაზღვრება რა აუნაზღაურებელი ზარალი მიადგათ ასეთი და გადაუხდიან, რის მერეც გადაუკეტავენ ფულის წყაროს.
3. სახელმწიფო მუზეუმებში დაცული საეკლესიო საგანძურის და ისტორიული მნიშვნელობის ტაძრების მოვლა-პატრონობის რეჟიმის დამდგენი სამუშაო ჯგუფი - გასაგებია რაც არის
4. კანონით დადგენილი წესით ჯვრისწერის აღიარების განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი - ეს რაც ეკლესიამ მოითხოვა
5. სამხედრო-საჯარისო ფორმირებებში, საპატიმროებსა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოძღვრის ინსტიტუტის განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი; - მეორე მოთხოვნა, პროპაგანდის დაკანონება
6. განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი; - ძალიან ბუნდოვანი და სახიფათო ჯგუფი.
7. საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს საპატრიარქოს სამართლებრივი სტატუსის და იქ არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების მოვლა-პატრონობისა და საკუთრების განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი
8. რელიგიური დანიშნულების ნაგებობათა წარმომავლობის დამდგენი სამუშაო ჯგუფი.
მთავრობის დადგენილებით, აღნიშნულ ჯგუფებში შევიდნენ როგორც სასულიერო პირები, ასევე მთავრობის და პარლამენტის წევრები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
თან რა საინტერესოდ დაამთხვიეს მამაოებმა ამ აქციებს.