სამხრეთ გერმანიაში რეინის ნაპირებთან არის მთიანი ადგილი, რომელსაც ეწოდება ოპპელი . რამოდენიმე საუკუნის წინათ, ევროპული ოცდაათწლიანი ომის შემდეგ, სამხედრო მოვლილმა ჯარისკაცებმა დაიწყეს ამ მიწებზე ფერმერობა. მალე ახალ გლეხებს ეწოდათ ოპელები.
ვინმე ტონგეზ ოპელმა გადაწყვიტა, რომ მიწაში ქექვა არ იყო საუკეთესო კაცური საქმე მისი შვილისთვის , და გააგზავნა იგი სასწავლებლად. შვილი გაიზარდა და იქცა ფაბრიკანტად. იგი ამზადებდა შლაპებს პატარა ქალაქ რუსელსხაიმის მცხოვრეთათვის, რისთვისაც მან ააგო ამ ქალაქში სპეციალური ფაბრიკა. 1837 წელის 9 მაისს მის ოჯახში გაჩნდა შვილი, რომელსაც დაარქვეს ადამი. როცა დრო მოუვიდა, ადამი გააგზავნეს საფრანგეთში, სადაც იგი გაეცნო ტექნიკის ბოლო სასწაულს -- საკერავ მანქანას.
1884 წელს საფრანგეთსი გამოფენაზე ადამი გაეცნო ველოსიპედს და აღივსო ახალი იდეით -- ველოსიპედების გამოშვებით. ადამის ხუთი შვილი ბავშვობიდანვე ეხმარებოდნენ მამას ფაბრიკაში, ხოლო თავისუფალ დროს ერთობოდნენ, სახლის გარშემო ველოსიპედზე სეირნობით. ზუსტად მათ გაუწიეს პოპულარიზაცია გერმანიაში ველოსპორტს და მალე გახდნენ პირველი ჩემპიონებიც. ძმათა წარმატების გამო Opel-ის მარკის ველოსიპედები მალე ევროპაში გახდა ცნობილი.
ოპელებმა პირველებმა შესთავაზეს გამოეყენებინათ ველოსიპედის თვლებში ახალი საბურავები, რომლებშიც შესაძლებელი იქნებოდა ჰაერის დამატება და შესთვაზეს ერთ ინგლისელს გვარად დანლოპს 1890 წელს. კომპანია წელიწადში უშვებდა 2000 ველოსიპედს , ამას გარდა იყო უმსხვილესი მწარმოებელი გერმანიაში მქსოველი მანქანა-დანადგარების წარმოებაში და ველოსიპედების წარმოებაშჳ ადამ ოპელის სიკვდილის ბოლომდე 1895 წლის 8 სექტემბრამდე. ადამ ოპელი გარდაიცვალა 58 წლის ასაკში, და შვილებს დაუტოვა დალაგებული წარმოება და ქონება.
1899-1928 წწ. Opel-ის მარკის ავტომობილების წარმოების განვითარების პირველი ეტაპი
პირველ ერთცილინდრიან Lutzman Opel-ს 1899 წლისას გააჩნდა ჰორიზონტალურად განლაგებული ძრავი, რომელიც მოთავსებული იყო სკამის ქვეშ, და იქოქებოდა ხელით. ამისათვის საჭირო იყო გადაგეტრიალებინათ უზარმაზარი საბრუნებელი -- სხვა დასაქოქი საშუალება არ არსებობდა. კონსტრუქცია აღმოჩნდა ძალიან ”მშრალი”, იყიდებოდა ძალიან ცუდად, და ფუნანსური დანაკარგების ამოვსებაც უხდებოდათ ველოსიპედების და საქსოვი მანქანების გაყიდვიდან შემოსული თანხებით. მალე ლუცმანის ეტლების გამოშვების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.
თუმცა პირველმა წარუმატებლობამ ვერ შეაჩერა ძმები ოპელები. 1900 წელს კარლ ვილჰელმმა და ფრიცმა პარიზიდან წამოიღეს კონტრაქცი ფრანგული საავტომობილო ქარხანა Darrak-დან. ხოლო 1902 წელს გერმანულ ბაზარზე გამოჩნდა Opel Darrak, მთლიანად გერმანიაში აწყობილი. ფირმის საქმეები უკეთესობისკენ წავიდა და ძმები შეუდგნენ საკუთარი მოდელების შექმნას. 1906 წელს ვადა გაუვიდა ფრანგებთან კონტრაქტს, მაგრამ ამ დროისთვის Opel-ი მყარად იდგა ფეხებზე და არ საჭიროებდა მუდმივ დახმარებას.
პირველი მსოფლიო ომის წლებში ფირმა უშვებდა სატვირთო ავტომობილებს არმიისთვის. თუმცა ინჟინერები არ კარგავდნენ დროს უქმად. 1920 წელს შემუშავებულ იქნა Opel-ის ახალი მოდელის რამოდენიმე ვარიანტი, მაგრამ ინფლაციამ ამ გეგმების განხორციელებას ხელი შეუშალა. გადაწყვეტილება მიიღეს მიეღოთ რადიკალური ზომები კრიზისიდან გამოსასვლელად.
წამყვანი ინჟინერების ჯგუფი ვილჰელმ ოპელის თავოსნობით გაემგზავრნენ ოკეანს გადაღმა -- რათა გადაეღოთ აშშ-ში დაგროვებული გამოცდილება ავტომობილების მასიურ წარმოებასთან დაკავშირებით. სახლში დაბრუნებულებმა, ხელი მოკიდეს ამერიკული იდეების ცხოვრებაში განხორციელებას. 1923 1924 წლების პერიოდში ძველი ქარხანა გადააწყვეს: ყველა დაზგები გადაყვანილნი იქნა ელექტრონულ მართვაზე. მთავარ სიახლედ იმ დროისთვის იქცა გერმანიაში იმ დროისთვის ერთადერთი ამწყობი კონვეირი.
1927-1938 წწ. ფირმა Adam Opel AG ხდება General Motors-ის ფილიალი
გერმანული ფირმის წარმატებამ, რომელიც მსუბუქ ავტომობილებს უშვებდ, მიიპყრო ამერიკული კორპორაცია General Motors-ის პრეზიდენტის ჯეიმს მ.მუნის ყურადღება ექსპორტის საკითხებთან დაკავშირებით. იმ წლებში Opel-ს, რომელიც ყოფილი ლიდერი იყო გერმანულ ავტომწარმოებლებს შორის რთული დრო ედგა: გერმანული მანქანები ჩამორჩებოდნენ ექსპორტით შემოყვენილ მანქანებს, უმეტესწილად ესენი იყვნენ ამერიკული მანქანები. მდგომარეობას ვერ უშველა ფრიც ოპელის მიერ დამყარებულმა სარეკორდო მაჩვენებლებმაც კი AVUS-ის ტრეკზე, სადაც ის გამოვიდა RАК-I და RАК-II რეაქტიული ძრავებით.
მსოფლიოში პირველმა ავტომობილმა-რაკეტამ რეაქტიული ძრავით სტარტი აიღო 1928 წელის 11 მარტს. დებიუტი უიღბლო აღმოჩნდა, და ორი თვის შემდეგ ბერლინის ტრეკზე AVUS-ზე შედგა სარეკორდო შემოვლა მეორე ბოლიდით - RAK-II-ით. ავტომობილი ავითარებდა იმ დროისთვის ფანტასტიურ სიჩქარეს -- 238 კმ/ სთ-ს. ამ ავტომობილმა რამდენადმე გაასწრო თავის დროს და, შესაძლოა, Opel -ის ინჟინერების გამოგონებები გამოიყენეს Thrust II-ის შემქმნელებმა თვის ავტომობილ-რეკორდსმენში.
Opel RAK-1 — ამ ავტომობილს რაკეტის მეტს ვერც ვერაფერს უწოდებს ადამიანი, მას ხომ სწორედ რაკეტის ძრავი ედგა და სიჩქარის რამდენიმე რეკორდიც აქვს დამყარებული.
Opel RAK-2 — მის მიერ განვითარებული სიჩქარე 238 კმ/სთ მაშინდელ დროში წარმოუდგენელი შედეგი იყო.
1925 წელს მთელი ევროპა General Motors-კონცერნის მიერ შესყიდულ ინგლისურ დაწესებულებაზე, Vauxhall -ზე ალაპარაკდა. მომავალი წლის ზაფხულში Opel -მა გადაწყვიტა ინგლისელებისათვის მიებაძა და მფარველობისათვის ოკეანსმიღმა არსებულ გიგანტს მიმართა. 1928 წელს ხელი მოეწერა ოფიციალურ შეთანხმებას - ფირმა Adam Opel AG-ე General Motors -ის ფილიალი გახდა.
1934 წელს გერმანული ფილიალის ავტომობილები, General Motors -ს სხვა ქმნილებების მსგავსად, დამოუკიდებელ წინა პადვესკაზე გადავიდა. შემდგომი წლის განმავლობაში Opel -მა, პირველმა გერმანელ მეწარმეთა შორის, 100 ათასზე მეტი მანქანა გამოუშვა.
1925 წელს მთელი ევროპა ალაპარაკდა General Motors-ის მიერ ინგლისური საწარმოს Vauxhall-ის შეძენის შესახებ. უკვე მომდევნო წლის შემოდგომაზე Opel
შედარებით დაბალი ფასის მქონე ავტომობილების ბაზარი Р-4-მოდელებით გაივსო. იგი 20-იანი წლების სტილზე იყო შესრულებული. მისი ძრავი საიმედო გახლდათ და დეტალებში გათვლილი. ამის გამო შესაძლებელი გახდა იგი მომდევნო მოდელზედ დაყენებულიყო — Opel Kadett (1936 წ). ომის დაწყებამდე კონვეირიდან დაახლოებით 107 000 Kadett-მარკის მანქანა ჩამოვიდა.
30-იანი წლების დასასრულს Opel -მა ორი ახალი მოდელი გამოუშვა: Opel Super (1937 წ) და Opel Kapitan (1939 წ). ომისწინა პერიოდის მანქანა თავისი სახელით ძალიან ამაყობდა — Opel Admiral.
ფაშისტური რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვები ცუდად აისახა General Motors -ის შემოსავლებზე. 1939 წელს გერმანიის მთავრობამ კომპანიისაგან მოითხოვა სამხედრო სატვირთოების - Blitz -ს წარმოება. ასევე, დეტალები თვითმფრინავებისათვის. ყველაფერმა ამან აიძულა General Motors -ს მაშინდელი პრეზიდენტი, უილიამ ქნუდსენი, ირონიული განცხადება გაეკეთებინა: “ჩვენს საწარმოში ერთპიროვნული მმართველი გახდა ჰიტლერი, რასაც სიამაყით ვულოცავ სხვა კონცერნის მოწილეებსა და მმართველებს...”
1941-1945 წწ-ში სხვა ნაციონალური საწარმოების მსგავსად, Opel -იც საბრძოლო იარაღებისა და ტექნიკის გამოშვებით იყო დაკავებული.
1942 წელს GM-მა Opel-ი მიიღო როგორც “სამხედრო დანაკარგი” და $ 34 980 024 შეაფასა. თავის მხრივ, Opel -ი გახდა “ნაციონალურ-სოციალური საწარმოს ეტალონი”.
1944 წლის აგვისტოში მოწინააღმდეგემ ლამის სრულად გაანადგურა Opel -ს საწარმოო ცეხი.
ომის დასრულების შემდეგ ქარხნების უმრავლესობა ნანგრევებად იყო ქცეული. რუსელჰაიმი ამერიკის, ბრანდერბურგი კი - საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაში მოხვდა. ჯერ კიდევ გადარჩენილი მოწყობილობები და დოკუმენტაცია საბჭოთა კავშირში გაიზიდა. Adam Opel AG -კომპანიას, მარტივად რომ ვთქვათ, მძიმე დღეები დაუდგა. ამ უკანასკნელს გერმანიიდან გაჰქონდა ყველაფერი, რისი გატანაც შეიძლებოდა. რუსმა ჯარისკაცებმა მაღლა მდგომი ეშელონებისაგან მიიღეს სანქცია ინსტრუმენტების, დანადგარების, შტამპებისა და Kadett-მარკის ნახაზების გატანაზე, რომლის აწყობაც ლაიპციგში უნდა მომხდარიყო. ყველა საჭირო დეტალი 1946 წლის ბოლოს უკვე გაზიდული გახლდათ. ამ დროიდან Opel-ს თავისი მოწყობილობები თვალით არ უნახავს…
Kadett-ი კი ნახა მრავალმა: 6 თვეც კი არ იყო გასული, რაც მოსკოვის მცირედანახარჯიანი ავტომობილების ქარხანამ “მოსკვიჩი-400”-ს წარმოება დაიწყო. იგი გაჭრილი ვაშლივით გავდა ომამდელ Opel Kadett-ს. 1950 წელს ამ ავტომობილების გაყიდვა დაიწყო ფინეთსა და ბელგიაში, ხოლო თანმხლებ დოკუმენტებში ეწერა, რომ “მოსკვიჩის” სათადარიგო ნაწილების ყიდვა ყველაზე იოლად გერმანიაში შეიძლებოდა.
ჯერი მსუბუქ ავტომობილებამდეც მივიდა. ყველაზე მარტივი იქნებოდა Opel Kapitan -ს წარმოების აღდგენა, რადგანაც მისი ძრავების აწყობა უკვე განახლებული იყო. თუმცა, ოკუპაციური ძალები არ იძლეოდნენ 1.5 ლ-ზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების გამოშვების უფლებას. მათთვის ყველაზე მისაღები აღმოჩნდა Olympia და სწორედ მისი სერიული წარმოება დაიწყო 1947 წელს.
1951 წელს Olympia - მოდელის განახლებული ვარიანტი გამოვიდა - შეიქმნა რადიატორის ახალი დიდი ბადე ჰორიზონტალური გვერდებითა და უზარმაზარი ბამპერით. გადაცემათა კოლოფის ბერკეტმა საჭის ღერძზე გადაინაცვლა.
1953 წელს გამოვიდა მეასიათასე ავტომობილი აღნიშნული მარკისათვის. იგი შეცვალა პრინციპულად ახალმა მოდელმა, რომელზეც ვაპირებთ თხრობის დაწყებას. 2 წელიწადში Opel Kapitan-ს გამოშვების პროცესი განახლდა. მასში არ იყო არაფერი ახალი გარდა მოკრძალებული მრგვალი ფარებისა ძველი უფორმოების ნაცვლად. რთული ფორმის გამფანტველების განახლება ვერ მოხერხდა, რადგანაც წარმოებას ხელმძღვანელობდა ამერიკის სამხედრო ადმინისტრაცია GM -ს ყოველგვარი ჩარევის გარეშე. მისი გამოშვება 1947-1953 წწ-ში გრძელდებოდა. Adam Opel AG-კომპანიის აღმასვლა მხოლოდ 1950 წელს დაიწყო. როდესაც რუსელჰაიმის ქარხანა სრულიად აღდგა მალე ახალი საწარმოო კორპუსიც აშენდა.
1953 წელს პირველად გადააჭარბა გაყიდვების მოცულობამ ომამდელ მაჩვენებელს. იმავე წელს ფრანკფურტის ავტოსალონზე გამოყვანილი Opel Olympia Rekord P-1 - მოდელი 50-იანი წლების გერმანელი ავტომეწარმეების ოცნება გამოხატა. ოცნება, შეექმნათ იდეალური სატრანსპორტო საშუალება. Olympia Rekord-ი გამოდიოდა 2-კარიან ვარიანტში როგორც სედანი, კაბრიოლეტი (1956 წ-მდე) და უნივერსალი “არავანი”. არსებობს ვერსია, რომ აღნიშნული მოდელის კორპუსის კონსტრუქცია გამოიყენებოდა “მოსკვიჩი-402-ს” შექმნისასაც. ავტომობილი გამოდიოდა 1953-დან 1957 წ-მდე.
1957 წ-ს დიზაინერებმა ავტომობილის გარეგნობა უფრო თანამედროვე გახადეს. Rekord P-1-ს წარმატება კოლოსალური იყო.
კომპანია მიღწეულით არ კმაყოფილდებოდა: 1958 წელს კონვეირიდან ჩამოვიდა ახალი Rekord. თუმცა მასში ისევ ძველი ძრავი ეყენა. კონსტრუქტორების წყალობით მისი კორპუსი უფრო ფართე და გრძელი გახდა.
1960 წელს 4-კარიანი Rekord P-2-ი გამოვიდა. მას შედარებით წყნარი დიზაინი ჰქონდა. სახურავის ვიწრო ღერძები, რადიატორის ბადე და მრგვალი ფარები - ასეთი გახლდათ Rekord P-2. დიზაინი ძალიან წააგავდა ამერიკულ მანქანებს.
1960 წელს განახლდა Opel Kapitan. მოდელმა ახალი კორპუსი და ძალური აგრეგატი მიიღო. 1961-ში დაიწყო პირველი კუპის გამოშვება. მანქანის სიმძლავრე 60 ხც.ძ გახლდათ, სიჩქარე კი - 140 კმ/სთ. მაშინ შეიცვალა 4-კარიანი სედანის დიზაინის რამდენიმე ელემენტიც. კუპეც და სედანიც 1963 წ-მდე გამოდიოდა. აშკარა ამერიკული სტილი გახლდათ ის, რომ - GM-ს აზრით, მცირე ავტომობილებს არ უნდა ჰქონოდათ მკვეთრი ინდივიდუალურობა.
Rekord P-2-ს წარმატებას მხოლოდ ფენომენალურ “ჟუკს” თუ შევადარებთ. Opel - მარკამ კვლავ წამყვანი პოზიციები დაიკავა დას. გერმანიის საავტომობილო მეწარმეებს შორის - ამერიკელები ძალიან კმაყოფილები იყვნენ.
Adam Opel AG-ფირმის 100- წლის თავზე, 1962 წელს, კიდევ ერთი ქარხანა აშენდა ქ. ბოხუმში. ამ ქარხანაში Kadett- ს მომდევნო თაობის გამოშვება უნდა დაწყებულიყო. ახალი მოდელი ერთგვარი ამერიკული-დას. გერმანული ავტომობილი გახლდათ. მასში Chevrolet-ის ძრავი გახლდათ. თავიდან გამოუშვეს 2-კარიანი სედანი, ხოლო 1963 წელს მას დაემატა ვარიანტი - კომბი. კიდევ ერთი წლის შემდეგ - კუპე. ასეც იყო მიღებული - თავიდან გამოდიოდა 2-კარიანი ვერსია, შემდეგ კი წლის განმავლობაში მისი მოდიფიკაციები - კომბი (გერმანიაში ასე უწოდებენ უნივერსალს) და კუპე.
60-იანი წლებისათვის განვითარების პროცესი საავტომობილო ინდუსტრიაში კალაპოტში ჩადგა. როგორც წესი, მოდელი კონვეირზე ჩერდებოდა 3-5 წლის განმავლობაში. ამ პერიოდის გავლის შემდეგ, როგორც წესი, იგი პრინციპულად ახალი მოდელით იცვლებოდა. ან უარეს შემთხვევაში, მნიშვნელოვან განახლებას ექვემდებარებოდა. რა თქმა უნდა, ისევე როგორ ყველგან, გამონაკლისები არსებობდა. მათ შორის Citroen 5CV ან ჟუკი.
Kadett A - მოდელის შემდეგ 1965 წელს შეიქმნა Kadett B. იგი 2 და 4-კარიან ვარიანტში იწარმოებოდა. გაიზარდა ავტომობილის არა მხოლოდ ზომები, არამედ მისი სიმძლავრეც (45-დან 90 ცხ.ძ). ავტომობილზე მოთხოვნა საკმარისად მაღალი იყო, მიუხედავად თავისი გარეგნობისა.
იმავე წელს Opel-მა საკუთარი კონსტრუქციის 4-ცილინდრიანი ძრავები წარმოადგინდა. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე მხოლოდ ამერიკული ან საერთო კონსტრუქციის აგრეგატები გამოიყენებოდა.
1965-1967 წწ-ში გამოდიოდა მოდელი - Diplomat V8. მიუხედავად იმისა, რომ მისი ტირაჟი ნახევარ ასეულსაც ვერ გასცდა, მან თავისი შენატანი მაინც გააკეთა კომპანიის ისტორიაში. იგი ძალზედ მდიდრული ავტომობილი გახლდათ Chevrolet V8-აგრეგატით. ძრავის მოცულობა 5.4 ლ იყო, სიმძლავრე 230 ცხ.ძ და Karman-კომპანიის მიერ იწყობოდა. სწორედ იგი ითვლებოდა ყველაზე სწრაფ ავტომობილად. მისი მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ გახლდათ. ალბათ იოლი მისახვედრია, საწვავის დანახარჯი რამხელა იქნებოდა. თუმცა ნავთობის კრიზისამდე მთელი 10 წელი იყო წინ, ამიტომ ამ საკითხზე არც არავინ ფიქრობდა.
1966 წელს Opel-მა სპეციალური მოდელი გამოუშვა სახელად - Rally Kadett. მას შავი “კაპოტი”, ორივე მხარეს გაყოლებული ზოლები და სპორტული მოწყობილობები ჰქონდა მართვის პანელზე. მოდელი იმდენად პოპულარული აღმოჩნდა ახალგაზრდებს შორის, რომ მისი გამოშვება 1973 წ-მდე გაგრძელდა. მისი “გალამაზება” უამრავ ატელიეში ხდებოდა. ამასთანავე, გაიზარდა სიმძლავრე, დაყენდა უფრო მტკიცე პადვესკა, სპორტული ამორტიზატორები, ფართე ზამბარები, ახალი სავარძლები და საჭე.
ათწლეულის შუა პერიოდი მოდელების ახალი გენერაციების შექმნით აღინიშნა: Kapitan A, Diplomat А და Commodore A.
1967 წელს Rekord-მა ისევ ახალი კორპუსი მიიღო - კიდევ უფრო ფართე და დაბალი, წინამორბედთან შედარებით. კუპეს მოდიფიკაციაში 67 ცხ.ძ. სიმძლავრის მქონე ძრავი ეყენა. ოპელის Rekord A-მა გზა გაუხსნა Rekord B-ს. კუპეს შემცვლელად კი Rekord Coupe 6-მოგვევლინა 6-ცილინდრიანი აგრეგატით, რომლის სიმძლავრეც 100 ცხ.ძ. გახლდათ. ეს ავტომობილი Commodore-ს წინამორბედი აღმოჩნდა, რომელიც 1967 წელს წარმოადგნიეს Rekord C-ს პარალელურად.
ამ ძალზედ პერსპექტიული მოდელების გვერდზე საინტერესო კონტრასტს ქმნიდა იმ დროში საკმაოდ უცნაური 2-ადგილიანი - Opel GT. ლეგენდარული GT-ე ღირსეულად შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე მკვეთრ ეგზემპლიარად მსოფლიო საავტომობილო წარმოებაში. ავტომობილი პირველად 1965 წელს ფრანკფურტის ავტოსალონზე წარმოადგინეს.
ეს გახლდათ კუპე, რომელიც Kadett-ს ბაზაზე შეიქმნა. ავტომობილი თავდაპირველად სერიული წარმოებისათვის იყო გამიზნული - ეს, ასე ვთქვათ, საცდელი ნაბიჯი იყო კომპანიისათვის სპორტული მობილების კლასში დასამკვიდრებლად. მაგრამ მომხმარებლების აღფრთოვანებულმა შეძახილებმა სრულიად შეცვალა სიტუაცია და Opel GT-ე სულ მალე “უკანასკნელი მოდა” გახდა ბაზარზე.
1968 წელს დაიწყო GT-ს გაყიდვები. და აი ისიც: გამოწეული ფარები, აეროდინამიკური გრძელი კუდი, “ძლიერი კუზი კაპოტზე” და თხელი “წელი”. ერთი სიტყვით, “მინი-კორვეტი”. თავისი განუმეორებელი პოპულარობის წყალობით მოდელი 1973 წ-მდე გამოდიოდა სხვადასხვა ძრავებით.
70-იანი წლების დასაწყისი General Motors-კორპორაციის კურსის გატარებით აღინიშნა. იგი თავისი ევროპული განყოფილებების მოდელების “ინტერნაციონალიზაციისაკენ” იყო მიმართული. საუბარია Adam Opel AG-სა და Voxhall Motor-ზე. მას შემდეგ ავტომობილები მხოლოდ საჭის განლაგებით და დეკორატიული ელემენტებით განსხვავდებოდა.
მოდელების ასეთი წარმატებების მიუხედავად გერმანიასა და მთელს ევროპაში, Opel-ი მუდმივად მუშაობდა რომ მისი პროდუქციის გავრცელება ოკეანისიქითა ქვეყნებშიც მომხდარიყო. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი იყო სპორტული მოდელი GT/J, რომელიც 1970 წელს განაახლეს გარეგნულადაც და ტექნიკურადაც.
კომპანიის ინჟინერები ამერიკის ბაზრებზე იყვნენ ორიენტირებულნი. მეორე ნაბიჯი იყო სრულიად ახალი სპორტული მანქანა - Manta A. Ford Capri-ს კონკურენტად მოვლენილ მოდელს 4 ადამიანის გადაყვანა შეეძლო და ამავდროულად საკმაოდ ტევადი საბარგული ჰქონდა. თავისი მიმზიდველი გარეგნობით Manta-ა აშკარად წააგავდა GT-ს თავდაპირველ ავტომობილებს.
ამავდროულად, Opel-ი არც თავის თანამემამულეებს ივიწყებდა. 1970 წელს მოსახლეობის წინაშე Ascona А-მოდელი წარსდგა. Kadett-ს ბაზაზე შექმნილი ახალი მანქანა სულ სხვანაირი კორპუსით შეიქმნა. მარტივი ფორმების მიუხედავად, მან საკმაო მოწონება ჰპოვა მომხმარებლებში.
1971 წელს გეორგ ფონ ოპელმა (ორგანიზატორისა და რეაქტიული ძრავის მქონე ავტომობილის მძღოლის შვილიშვიული, 1928 წელი, ფრიც ფონ კოპოლა) პირველი ელექტროგაყვანილებიანი GT-ე გამოსცადა ჰოკენჰაიმში. მანქანა მოძრაობაში მოჰყავდა ორ ძრავს სიმძლავრეებით 136 ცხ.ძ და ავითარებდა 188 კმ/სთ სიჩქარეს. ერთი წლის შემდეგ მოდერნიზირებულ GT-ში დიზელის აგრეგატის ხმა გაისმა. ჩქაროსნულ ტრასაზე დიუდენჰოფში ამ უცნაურმა სპორტულმა ავტომობილმა მსოფლიოს ჩქაროსნული რეკორდები მოხსნა თავის კლასში. 1971 წლის სექტემბერში Opel-მა თავისი მეათემილიონე ეგზემპლიარი ააწყო.
1972 წელს ერთდროულად ორი მოდელის დებიუტი შედგა: Rekord D და Commodore В. ორივე მათგანს სრულიად ერთნაირი დიზაინი და კორპუსი ჰქონდა. მაგრამ ტექნიკური ნაწილით მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. 1970-იანებში შეიქმნა კიდევ ერთი წარმატებული კუპე. საუბარია უკანასკნელ Kadett C -ზე.
General Motors-ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით Kadett C-ს გზის გამაგრძელებელი გახდა პირველი “საერთაშორისო” ავტომობილი: აწყობა უნდა ეწარმოებინათ კონცერნის ერთდროულად ყველა ფირმას ამერიკაში, ბრაზილიაში, დიდ ბრიტანეთში და გერმანიაში. გადაწყდა, რომ ყველა Kadett-ს კორპუსი, საფირმო ემბლემის და მოდელის ადგილობრივი დასახელების მიუხედავად, უნდა ყოფილიყო ტიპიური. ძრავები და სხვა კომპონენტები კი უნდა ყოფილიყო შესაბამისი ადგილობრივ ბაზარზე. ავტომობილის წარმოება უნდა დაწყებულიყო 1973 წლის აგვისტოში. მას დაარქვეს - Kadett С Coupe.
მცოდნეებისათვის უცნაური მოდიფიკაცია გახდა Manta SS — “კუპე-ვაგონი” უზარმაზარი “უკანა ნაწილით”. მისი წარდგენა 1978 წელს მოხდა. ავტომობილი ძალიან წარმატებული გამოდგა და მრავალი მომხმარებელი წაართვა Ford Motor Company-სა და ნაწილობრივ Capri-ს.1977 წლის შემოდგომაზე შედგა მდიდრული Diplomat-ს და Commandore S-ს დებიუტი. მოდელების გარეგნობა შეიცვალა და დღეს, თავის თანამოძმეებთან ერთად “კვადრატულად” გამოიყენება.
უკვე ერთი წლის შემდეგ დაიწყო ახალი მსუბუქი ავტომობილი Senator A-ს წარმოება. კომპანიის პროგნოზის მიხედვით, მას უნდა შეეცვალა ფირმის მიერ გამოშვებული ყველაზე დიდი მოდელები — Diplomat და Admiral. ეს, ფაქტიურად ამერიკული ავტომობილები, ძალიან ბევრ ბენზინს მოითხოვდა. ხოლო მსოფლიო ჯერ არ იყო ბოლომდე გამოსული ნავთობის კრიზისიდან. ახალი მანქანა 5-ადგილიანი გახლდათ. მას 4-კარიანი კორპუსი და 180 ცხ.ძ. სიმძლავრის მქონე ძრავი გააჩნდა. Senator-ს ბაზაზე შეიქმნა ძალზედ უცნაური კუპე — Monza A. 1979 წ-მდე კი Opel-ი მუდმივად ამერიკული სტილის დეტალებს იყენებდა (ძრავის წინა განლაგება და ამძრავი უკანა საბურავებზე).
1979 წელს Opel-მა კომპანიისათვის რევოლუციური ნაბიჯი გადადგა - Kadett D-ში წამყვანი გახდა არა უკანა, არამედ წინა საბურავები. D-სერიის ავტომობილები С-საზე უფრო მოკლე იყო, მაგრამ წინა წამყვანი საბურავების წყალობით შესაძლებელი გახდა სალონის მოცულობა გაზრდილიყო. ახალი მოდელი ძრავის 3 ვარიანტით იყო აღჭურვილი: ორი 1.2 და ახალი 1.3 ლ-ნი. მდგრადი კურსისა და საწვავის მცირე დანახარჯების წყალობით მოდელი ყველაზე კარგად გაყიდვადი ავტომობილი გახდა თავის კლასში.
80-იანი წლების დასაწყისში Adam Opel AG - ფირმამ ლამის მთელი სამოდელო რიგი შეცვალა. მაგრამ არც ეს იკმარა და უკვე 1981 წლისათვის მოდერნიზირებული Ascona C-ე წარმოადგინა. მას 1.3 ან 1.6 ლ-ნი ძრავები ეყენა.
1986 წელს Rekord-მა ადგილი Omega А-ს დაუთმო. ახალი ავტომობილი კორპუსის 2 ვარიანტში გამოდიოდა: სედანი და უნივერსალი. მასზე 15 სხვადასხვა ტიპის ძრავი ყენდებოდა. მან “წლის ავტომობილის” კონკურსზეც კი გაიმარჯვა.
ავტომობილი კონვეირზე 10 წლის განმავლობაში გაჩერდა. მან მომხმარებლები კარგი მართვადობით, კომფორტითა და ეკონომიურობით მოხიბლა. მის მოდიფიკაციაზე (Omega Lotus) ბრიტანული ფირმა Lotus -ს 3.8 ლ-ნი აგრეგატი ყენდებოდა, რომლის სიმძლავრეც 300 ცხ.ძ-ს შეადგენდა. იგი გახლდათ ჭეშმარიტად სპორტული სედანი და უკანასკნელ პერიოდში გერმანიაში მას ყიდულობდნენ ადამიანები სპორტული ლიცენზიით. ამ მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 280 კმ/სთ იყო, ხოლო 0-100 კმ/სთ ინტერვალს 5 წმ-ში გადიოდა.
1990 წელს გამოვიდა შედევრი — Opel Сalibra. ავტომობილი Vectra- ს ბაზაზე შეიქმნა, აღიჭურვებოდა მისი ძრავით და გარეგნულადაც ჰგავდა. აეროდინამიკული წინააღმდეგობის კოეფიციენტი იყო Cx = 0,29 — შედეგი რომელიც დღესაც კი ცოტას აქვს. ავტომობილი გამოდიოდა, როგორც წინაამძრავიან, ასევე სრულამძრავიან ვერსიაში. შეზღუდული რაოდენობით გამოდიოდა Calibra 4×4 turbo, რომლის სიმძლავრეც იყო 204 ცხ.ძ. Calibra-ა იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ 9 წლის განმავლობაში იწარმოებოდა გერმანიასა და ფინლანდიის Valmet -ქარხანაში. სწორედ ასეთი მოდელებით შეაბიჯა Opel-მა XX საუკუნის ბოლო ათწლეულში.
1991 წელს Opel-ს ოჯახში ისევ მატება აღინიშნა. ფრანკფურტის ავტოსალონზე კომპანიამ ახალი Astra F-ი წარმოადგინა. მისი რამდენიმე მოდიფიკაცია არსებობდა: 3- და 5-კარიანი ჰეჩბექი, სედანი, უნივერსალი და კაბრიოლეტი. ახალმა მოდელმა უკვე ბევრისათვის საყვარელი Kadett-ი შეცვალა.
1993 წელს რეკორდულად მცირე დროში კომპანიამ კლასის ყველაზე პატარა მოდელის II თაობა გამოუშვა. საუბარია Corsa B-ზე. ახალი ნამუშევარი 1983 წელს ასეთი პოპულარული ქმნილების პირდაპირი მემკვიდრე აღმოჩნდა. მოდელს 3 და 5-კარიანი კორპუსი ჰქონდა. მცირე პარტიებით გამოდიოდა Canvas Top-მოდიფიკაცია. იგი “ბრეზენტის სახურავს” აღნიშნავდა. იმავდროულად, მომხმარებლებს კომპანიამ Omega В -ეს II თაობაც შესთავაზა.
1994 წელს გამოჩნდა სრულიად ახალი კლასის ავტომობილი — Tigra. იგი იყო მძლავრი და მსუბუქი სპორტული მოდელი ძალიან უცნაური გარეგნობით, ყველაზე მეტად კი ახალგაზრდებს მოეწონათ. 1994 წელს Opel-ს მთელი გამის წარმომადგენლები განახლდნენ.
1998 წელს სერიოზული მოდერნიზაცია განიცადა Opel Monterey-მ. შეიცვალა სალონის გაწყობა და გარეგნობაც, ასევე ძრავებიც: მოცულობა 3.2-დან 3.5 ლ-მდე გაიზარდა, სიმძლავრე კი 177-ს ნაცვლად 215 ცხ.ძ გახდა. გამოჩნდა ახალი ტურბოდიზელი Isuzu — 4 ცილინდრიანი, 3.0 ლ მოცულობით, საწვავის პირდაპირი მიწოდების და Common Rail -სისტემით. სიმძლავრე შეადგენდა 159 ცხ.ძ-ს. იმავე წელს გამოჩნდა Opel Astra II-ს ბაზაზე შექმნილი კომპაქტვენი — Zafira.
2000 წელს გამოვიდა ორი ახალი 6-ცილინდრიანი ძრავი და ამაღლდა უკვე არსებული აგრეგატების სიმძლავრე. ბენზინის ძრავებს 1.2; 1.6 და 1.8 ლ მოცულობებითა და 65; 74 და 115 ცხ.ძ სიმძლავრეებით დაემატათ კიდევ 10 ცხ.ძ. Zafira-მოდელმა ყველაზე ძლიერი 2.0 ლ-ნი დიზელი მიიღო 100 ცხ.ძ-ით და 2.2 ლ მოცულობის აგრეგატი - 147 ცხ.ძ-ით. Vectra-ს ოჯახი 2.2 ლ-ნი და 125 ცხ.ძ. სიმძლავრის მქონე ძრავით აღიჭრუვა. ასევე, 2.2 ლ-ნი ბენზინის (147-ძლიერი) და ახალი V6, რომელსაც 2.6 ლ მოცულობა (180 ცხ.ძ.) ჰქონდა. Omega-მოდელმა სამი ახალი აგრეგატი მიიღო: 2.2 ლ-ნი დიზელი (120 ცხ.ძ) 2.6 ლ-ნი V6 (180 ცხ.ძ) და ახალი 2.5 ლ-ნი დიზელი საწვავის პირდაპირი მიწოდებით და 155 ცხ.ძ-ით (თავდაპირველი 130-ს ნაცვლად).
დღეს Adam Opel AG-ი General Motors-ს ყველაზე დიდი ფილიალია აშშ-ს მასშტაბებით. ფირმის ქარხნებში (რიუსელჰაიმი, ბოჰუმი, კაიზერსლაუტენი, ბერლინი და ბელგიის ანტვერნე) 55 ათას ადამიანზე მეტი მუშაობს. Opel-ი აერთიანებს ნებისმიერი გემოვნების და მოთხოვნის ავტომობილებს: Corsa, Tigra, Agila, Astra, Vectra, Calibra, Meriva, Omega, Zafira. არც ყველგანმავალი Frontera -ი და მინივენი - Sintra უნდა დავივიწყოთ.
1862 წელს დაარსების დღიდან Opel-კომპანია ცდილობს შეექმნას ავტომობილები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოების ყველა ფენისათვის. იგივე ფილოსოფია ედო საფუძვლად ფირმას თავდაპირველად, საკერავი მანქანების და ველოსიპედების წარმოებისასაც Opel-ს და უდევს დღესაც, ავტომობილების წარმოების დარგში მოღვაწეობისას.
❤❤❤❤❤ OPEL CLUB GEORGIA❤❤❤❤❤❤❤❤❤❤ OPEL CLUB GEORGIA❤❤❤❤❤❤❤❤❤❤ OPEL CLUB GEORGIA❤❤❤❤❤▀▄▀▄▀▄▀ OPEL CLUB GEORGIA▀▄▀▄▀▄▀▀▄▀▄▀▄▀ OPEL CLUB GEORGIA▀▄▀▄▀▄▀▀▄▀▄▀▄▀ OPEL CLUB GEORGIA▀▄▀▄▀▄▀❤❤❤❤❤ OPEL CLUB GEORGIA❤❤❤❤❤❤❤❤❤❤ OPEL CLUB GEORGIA ❤❤❤❤❤ოპელი ერთ-ერთი უძლიერესი ბრენდია ევროპაში. ხარისხითაც, გამავლობითაც და სისწრაფითაც არ უდებს ტოლს ისეთ ცნობილ ბრენდებს რომლებიცაა: BMW, Mercedes-Benz, Honda
გაფრთხილება: დაიცავით ცენზურა და პატივი ეცით ერთ-ერთ საუკეთესო ავტობრენდს ოპელს!!!
წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებით ფორუმის წესებიდან გამომდინარე.
გილოცავთ ახალ თემას
This post has been edited by DUDEGIVBEND on 10 Feb 2013, 20:32
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)