პირველწყარო:
http://www.reuters.com/article/2012/03/10/...E8290CY20120310მინიმუმ 14 და სხვა წყაროების ცნობით 90 - მდე ბავშვი ჩაქოლეს შიიტმა (ისლამი) მორწმუნეებმა, იმისთვის, რომ ისინი ბოლო დროს მოდურ "იმო" ვარცხნილობებს ატარებდნენ.
ფოტოები ინტერნეტში ფეისბუქის საშუალებით გავრცელდა, შიიტებმა ეს მკვლელობები ჩაიდინეს როგორც "დასავლეთის სატანისტური იმო ვარცხნილობების და ჩაცმულობის წინააღგმდეგ"
მასიური ბავშვების ჟლეტა მორწმუნეების მიერ მას მერე ჩატარდა, რაც ერაყის მინისტრმა განაცხადა, რომ რაიმე უნდა ეღონათ დასავლური, სატანისტური "იმო" ვარცხნილობების და ჩაცმულობის წინააღგმდეგ.
14 თინეიჯერის გვამი ერთად მიასვენეს შიიტური დასახლებიდან, ხოლო 4 ბიჭი და 2 გოგონა კი სასტიკად ნაწამები და ნაცემია მორწმუნეების მიერ, როგორც გაფრთხილება.
ექიმი აცხადებს, რომ გვამს მთლიანად ჰქონდა ჩამსხვრეული თავის ქალა, ისინი სავარაუდოდ აგურებით და ბეტონის ნატეხებით მოკლეს მორწმუნეებმა.
ჯამში 24 თინეიჯერზე იყო იერიში მიტანილი, ამ ბავშვების სახელი და გვარები ფლაერებით დაარიგეს შიიტების რაიონებში, აი რა ეწერა იქ:
"მკაცრად გაფრთხილებთ, ყველა აღვირახსნილ მამაკაცს და ქალს, თუ არ შეეშვებით გარყვნილ ცხოვრებას 4 დღეში, ღვთის სასჯელი დაეშვება თქვენს თავზე, მოჯაჰედების ხელით"
კიდევ ერთი ფლაერი, ოღონდ სხვა რაიონში, 20 თინეიჯერს ემუქრებოდა და ამბობდა:
"ჩვენ მრისხანების ჯგუფი ვართ, გაფრთხილებთ, თუ არ მოექცევით სწორ გზაზე თქვენ მოკვდებით"
იმავე დროს, ისლამის უმაღლესმა სასულიერო პირებმა, დაგმეს ეს მკვლელობები და განაცხადეს, რომ ეს ტერორისტების ჩადენილია, რადგან "იმო" ვარცხნილობა და სხვ. უნდა აღმოიფხვრას, ოღონდ დიალოგით და არა მკვლელობებით.
სხვა სასულიერო ლიდერი კი ამბობს, რომ მართალია ეს დასავლური მოდა ისლამის შავი ჭირია და მისი მიმდევრები სულელები არიან, ეს უნდა აილაგმოს კანონის ძალით და არა მოკვლით.