გუშინ იყო, თუ გუშინწინ, რატომღაც დავფიქრდი იმაზე, ცოცხალი არსებაა ხე თუ მკვდარი და უეცრად გონებაში გაჩნდა ანალოგია, ზუსტად ისეთი ანალოგია, ზოგადი უნარების ტესტებში რომ შეიძლება შეგხვდეს:
დედამიწა - ფლორა
ადამიანის სხეული - თმა
მართლაც, მცენარეები დამოუკიდებლად ხომ არ არსებობენ, მიწიდან ამოიზრდებიან, ერთი დიდი სხეულის ნაწილს ჰგვანან და თუ მიწა ცოცხალი სხეული არ არის, როგორღა "ამოსდის თმა".
გარდა მაგისა, გამახსენდა, რომ ქართულად ჩვენს პლანეტას დედამიწა ჰქვია (გეგონება, ადამიანი იყოს) და არა, უბრალოდ, მიწა, როგორც, მაგალითად, "земля" რუსულად.
ასათიანიდან საკმაოდ შორს ვცხოვრობ, ხალხო, უბრალოდ, მაინტერესებდა, იქნებ, თქვენც მოგსვლიათ თავში მსგავსი აზრი.
This post has been edited by varisvincvar on 23 Jan 2013, 21:49