მოკლედ, ყველამ ვიცით, დღევანდელი ზე-სახელმწიფოს, აშშ-ს ზოგადი პოლიტიკური სისტემა. ქვეყანას, ათწლეულებია (თუ ასწლეულები) მართვას 2 პარტია: რესპუბლიკელები და დემოკრატები. მიუხედავად იმისა რომ ეს 2 პარტია ერთმანეთის კონკურენტები არიან, ისინი შეთანხმებულები არიან ძირითად ზოგადსაკაცობრივო და ეროვნულ ინტერესებზე, რომელტაც ორივე პარტია ერთნაირად იცავს და ატარებს ცხოვრებაში, რისი დამსახურებაცაა ამ ქვეყნის სიძლიერე და სტაბილურობა.
ჰოდა რა მაინტერესებს, არ არის დრო ჩვენც გადავიღოთ მათი ეს სისტემა?
თუ დავაკვირდებით, ნაციონალები თავიანთი მსოფლმხედველობით უფრო ამერიკელ "რესპუბლიკელებს" მოგვაგონებენ, ხოლო "ქართულ ოცნებაში" შემავალი ზოგიერთი პარტია კი უფრო ამერიკელ "დემოკრატებს" წააგავს.
პირველ რიგში, გავწმინდოთ "ქართული ოცნება" ბესელიებისგან, ჯაჭვლიანებისგან, დუმბაძეებისგან, კურტანიძეებისგან (დავითაშვილი ისედაც თავისით მიდის) და დავტოვოთ მხოლოდ შიგ რესპები, ალასანია ტავისი გუნდით და + ზოგიერთი პროგრესულად მოაზროვნე პოლიტიკოსი თავად პარტია "ქართული ოცნებიდანაც". შემდეგ კი ამ ორ პარტიას (ანუ ნაცებს და განახლებულ "ოცნებას) ჩავაბაროთ ჩვენი ქვეყნის მართვა. ოღონდ ჩვენ ერთი პააატარა, ფორმალურად არადემოკრატიული ნაბიჯის გადადგმაც მოგვიწევს თავიდან, უნდა ავკრძალოთ ყველა სხვა პარტია ქვეყანაში ერთი 20 წლით, სანამ საბოლოოდ ჩამოყალიბდენა ჯანსაღი და დასავლური ფასეულობების მატარებელი ქართული საზოგადოება, რადგან რუსეთმა არ მოახდინოს პრორუსული ელემენტების მობილიზება და საფრთხის შექმნა შიგნიდან ქვეყანაში. 20 წლის მერე ამის საშიშროება აღარც იქნება და მოვხსნათ ეს აკრძალვაც, რადგან ფართო დასაყრდენს ვერ იპოვის საზოგადოებაში რუსეთი.
ჰოდა ქართველი "ნაციონალები", აშშ-ელი "რესპუბლიკელების" დარად გაატარებენ უფრო ხისტ ნაციონალურ პოლიტიკას, გააკეთებენ აქცენტს ეროვნულ ინტერესების დაცვაზე (ანუ აგრესიულ, ანტირუსულ პოლიტიკას შესაძლებლობების ფარგლებში) + მიიღებენ ფართო მონაწილეობას აშშ-სთან ერტად მსოფლიო დემოკრატიის საშიში ელემენტებისგან გაწმენდაში, ხოლო ქართველი "რესპუბლიკელები" კი აქცენტს გააკეტებენ უფრო ლიბერალურ პოლიტიკაზე. ქართულ საზოგადოებაში დასავლური ფასეულობების გატარება-დანერგვაზე, სამოქალაქო შეგნების ამაღლებაზე და ა.შ.
ჰა, რას იტყვით? თან ნატოშიც აღარ დაგვბლოკავენ უკვე, რადგან მაკფიოდ დაინახავენ ჩვენს მყარ, პროდასავლურ არცევანს და ასე და ამგვარად გავხდებით დასავლური ცივილიზაციის ნაწილი
This post has been edited by ramshtain on 31 Oct 2013, 12:24
„მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ (იოანე 14,6)