ნამეტანი  კარგ  ადგილას  გაგიხსნია  თემა 
 
  შემოვა  ახლა  ატასი  დაზომბირებულ-გამო###ვებული  და  დაწერს   ათასს  დაზუთხულ  ღლეობას.
  ჯობია  შენ  თვითონ   მოიძიო  ლიტერატურა  და  გაერკვე.
  სამწუხაროდ, საქართველოს  უახლესი  ისტორია  ზალიან  ცუდადაა  შესწავლილ-გაშუქებული  ფართო  მასებისთვის.
 აფხაზეთს  რაც  შეეხება, აფხაზეთის  ავტონომიური  რესპპუბლიკა  შეიქმნა  ჟორდანიას  მენშევიკური  მტავრობის  დროს (თუ  არ  ვცდები 1918-ში).
  ბოლშევიურმა  რუსეთმა  რომ  დაიპყრო  საქართველო, მალე   ოფიციალურად  აფხაზეთს   დამოუკიდებლობა  მიანიჭა   და  1921-შივე  თუ 1922-ში  შეიქმნა  "სამხრეთ  ოსეთის  ავტონომიური  ოლქი".
 1931 წელს   აფხაზეთი, რომელიც  ფორმალურად  დამოუკიდებელი  სახელმწიფო  იყო  სსრკ-ში  შესული, ავტომიის  სახით  დაუბრუნდა  საქარტველოს, თუმცა  შედარებით  შეზღუდული  უფლებებით, რადგან  სევარდნაძის  დროს (70-იან  წლებში)   გაუფართოვდა  აფხაზეთს  ავტონომიური  უფლებები.
 ასევე, 30-იან  წლებში  მიმდინარეობდა  ქართველების (ძირითადად  მეგრელების  + რაჭველების)  დიდი  რაოდენობით  ცასახლება   აფხაზეთში, რის  მერეც  იქცა  ამ  მხარეში  ქართველები  ეროვნულ  უმრავლესობად.
 უშუალოდ  სტალინის   როლს  რაც  შეეხება  ამ  ყველაფერში, რაიმე  კონკრეტული, სანდო  წყაროებზე  დაყრდნობით  ცემთვის  არაა  ცნობილი.
  უბრალოდ  ერთი  ისაა, რომ  1931 წლის  და  შემდეგ 1936 წლის   კონსტიტუციის  დროს, როდესაც  აფხაზეთი  დაფიქსირდა   საქრატველოს  სემაგდენლობაში  შემავალ  ავტონომიურ  რესპუბლიკად, სტალინი  იყო  ფაქტობრივად  ერთპიროვნული  მმართველი, ხოლო   1921-ში  კი  ერთ-ერთი  ლიდერი  წევრი  ბოლშევიკური  პარტიის, თუმცა  არა  ხელმზღვანელი  და  ხელმზღვანელი  საერთოდ  ლენინი  იყო.