"ბიძინა ივანიშვილი მილიონობით დოლარს პორნოგრაფზე დახარჯავს" - ტელეარხი дождь პრემიერზე
რუსული ტელეარხის "дождь"-ის ერთ-ერთი გადაცემა ბიძინა ივანიშვილს მიეძღვნა. Премьер министр Грузии потратит миллионы долларов на порнографа - გადაცემის წამყვანები საქართველოს მილიარდელი პრემიერ მინისტრის სოთბის აუქციონის ლოტებით გატაცებაზე მსჯელობდნენ.
"შილეს - ავსტრალიელი ექსპრესიონისტის ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც მის ნამუშევრებზე, უკვე დახარჯა 40 მილიონი დოლარი. სულ ივანიშვილის კოლექცია 1 მილიარდ დოლარს ითვლის - ეს იმ ქვეყანაში სადაც 31%-ს საარსებო მინიმუმზე ნაკლები აქვს შემოსავალი. ჯერ კიდევ 2011 წელს ბიძინა ივანიშვილი ბორისის სახელით იყო ცნობილი და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რუს კოლექციონერად ითვლებოდა აბრამოვიჩთან, ექსელბერგთან და სხვა რუს მილიარდელებთან ერთად. თუმცა, ბიძინა ივანიშვილი თავისი სპეციფიკური მიდრეკილებებით: იოგით, ფსიქოანალიზით, ზებრებისა და პინგვინების მოშენებით, "რუხი კარდინალივით" გამოიყურებოდა სხვების ფონზე. მას ყველაფერი სხვებისგან გასხვავებული აქვს: ორი ალბინოსი შვილი, გოთი ქალიშვილი, საყვარელი მხატვარი შილე. თუმცა, ბრიტანული "ტელეგრაფის" ცნობით, სურათები არაა ორიგინალი, რადგან ყველა ორიგინალი ლონდონში ინახება" - ამბობენ წამყვანები.
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/skhv...-premierze.htmlბიძინას მორიგი ჰობი გამომჟღავნდა
აბა დაესიეთ