#39961953 · 23 Feb 2014, 22:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
dzirkoka ანტენატალური მეთვალყურეობის ვაუჩერის მისაღებად ორსულმა მე-13 კვირამდე განცხადებით უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს და განცხადებას დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი; ფორმა NIV-100/ა (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად); დადგენილი ფორმის განცხადება.
ანტენატალური მეთვალყურეობის ვაუჩერით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მოცულობა განისაზღვრება 4 ვიზიტით:
პირველი ვიზიტი-13 კვირის ორსულობის ვადამდე, რაც მოიცავს: მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას, თერაპევტის კონსულტაციას, სისხლის საერთო ანალიზს,შარდის საერთო ანალიზს, სიფილისის დიაგნოსტიკას სწრაფი/მარტივიმეთოდით,B ჰეპატიტის დიაგნოსტიკას (სისხლის შრატ./პლაზმ.) სწრაფი/მარტივი მეთოდით, აივ ანტისხეულების განსაზღვრას (სისხლის შრატ./პლაზმ.) სწრაფი/მარტივი მეთოდით,სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრას საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპული გამოკვლევას. მეორე ვიზიტი-ორსულობის 18-20 კვირაზე, რაც მოიცავს: მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპიას (ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამოსავლენად). მესამე ვიზიტი-ორსულობის 30-32 კვირაზე, რაც მოიცავს: მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას, ცილის რაოდენობის განსაზღვრას შარდში, ჰემოგლობინის განსაზღვრას სისხლში. მეოთხე ვიზიტი - ორსულობის 34–36-38 კვირაზე, რაც მოიცავს: მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას, კონსულტაციას, ცილის რაოდენობის განსაზღვრას შარდში, ჰემოგლობინის განსაზღვრას სისხლში. მომწოდებელი სამედიცინო დაწესებულებათა ჩამონათვალი იხილეთ: ehealth.moh.gov.ge
--------------------
“Life is a lot like jazz. . . It’s best when you improvise. . .”
|