მოკლედ ახალმა მსოფლიო კრებამ ავტოკეფალიის მიღების წესი უნდა დაადგინოს და ორ ვარიანტზეა საუბარი :
1.პირველი ვარიანტის თანახმად ავტოკეფალიას მსოფლიო კრება ან მსოფლიო პატრიარქი ანიჭებს.
2.მეორე ვარიანტის თანახმად ავტოკეფალია მხოლოდ იმ ეკლესიის თანხმობით მიენიჭება, რომელ ეკლესიაშიც შედიოდა ავტოკეფალიის მიღებამდე.
რუსეთი და საქართველო მეორე ვარიანტს უჭერენ მხარს.
ზოგიერთმა ნაცმა უკვე ატეხა ისტერიკა აქაოდა რუსეთი რასაც ეტყვის იმას აკეთებს ილიაო, მაგრამ პრაგმატულად რომ შევხედოთ მართლა მეორე ვარიანტი უფრო გვაწყობს. მაგ ვარიანტის თანახმად აფხაზეთის ეკლესია ავტოკეფალიას ვერასოდეს ვერ მიიღებს საქართველოს ეკლესიის თანხმობის გარეშე !
(ნუ რუსეთს რა თქმა უნდა უკრაინის საკითხი აწუხებს და იმიტომ ჩალიჩობს მაგ წესზე, მაგრამ უნებურად ჩვენ წისქვილზე ასხმას წყალს. მოკლედ ინტერესთა თანხვედრას აქვს ადგილი.)
პირველი ვარიანტი კიდევ სარისკოა, რადგან მსოფლიო პატრიარქის ან სხვა ეკლესიების იმედად უნდა ვიყოთ. თან რუსეთის ეკლესიას სხვა ეკლესიებზე ყოველთვის უფრო მეტი გავლენა ექნება ვიდრე ჩვენ !
თქვენ რას იტყვით, უნდა დავუჭიროთ თუ არა მხარი რუსეთის ეკლესიას ? (ამ კონკრეტულ შემთხვევაში)