#51861688 · 19 Dec 2017, 17:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Rene Adler
არსებობს კანონით მემკვიდრეთა რიგითობა:
I რიგის მემკვიდრეები: შვილები (მათ შორის გარდაცვალების შემდგომ დაბადებული), მეუღლე, მშობლები.
II რიგის მემკვიდრეები: და-ძმა
III რიგის მემკვიდრეები: ბებია-პაპა
IV რიგის მემკვიდრეები: ბიძები, დეიდები და მამიდები
V რიგის მემკვიდრეები: ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი
ერთ რიგში შემავალ მემკვიდრეებს გააჩნიათ თანაბარი უფლება სამკვიდროს მიღებაზე. მაგ: თუ პირი გარდაიცვალა და მემკვიდრეები არიან მისი ორი შვილი, ცოლი და დედა, მაშინ სამკვიდრო გაიყოფა 4 ნაწილად და შეხვდება ყველა მემკვიდრეს თანაბრად. იმ შემთხვევაში თუ არც ერთი რიგის მემკვიდრე არ არსებობს, სამკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
This post has been edited by Iak0b172 on 19 Dec 2017, 18:04
|