#34912440 · 26 Jan 2013, 19:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვინ არის აქ გათვითცნობიერებული საქართველოს ტელე-სარელეო ხაზის მუშაობის შესახებ? მაგალითად მესტიამდე ამ ხაზით აღწევს ორი ტელე-არხი - საზმაუ და რუსთავი -2. სქემა ასეთია - ქუთაისი - ცაგერი - ლენტეხი -ლატფარის უღელტეხილი და მესტიის ტელეცენტრი. მესტიის ტელეცენტში კი ხდება მაღალი სიხშირით მოწოდებული სიგნალის მეტრულ სიხშირეზე ჩამოყვანა და ტელეანტენებისთვის მიწოდება. ამჟამად ამ ხაზით სვანეთს ორი არხი მიეწოდება : საზმაუ და რუსთავი -2. საზმაუ გასაგებია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდება და საინტერესოა რუსთავი-2 თუ იხდის ამ სერვისისთვის გადასახადს? ან რატომ მაინც და მაინც რუსთავი-2? ჩვენ იქნებ სხვა არხი გვირჩევნია? რა თქმა უნდა, თუ კონტრაქტი გაფორმებულია და ეს ყოველივე სამართლებრივ ჩარჩოშია მოქცეული, არავინ არ დაიჟინებს, რომ გააძევონ რუსთავი -2 ამ სივრციდან, მაგრამ იქნებ გაგვარკვიონ, რამდენად კანონიერად სარგებლობს სარელეო ხაზით ესა თუ ის ტელეკომპანია.
და მეორე საკითხი - "მაესტრომ" და "მე-9 არხმა" საჭიროა გააგრძელონ სატელიტური ანტენების აქცია. რეგიონებში კვლავ ძალზე შეზღუდულია ინფორმაციული უზრუნველყოფა.
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|