დეკემრის თვეში ექსპორტი შემცირდა წინა წლის იგივე თვის მაჩვენებელთან შედარებითო
დავინტერესდი, რისი ექპორტი შემცირდა, ან გასული წლის დეკემბერში რის ხარჯზე იყო რეკორდულად გაზრდილი დეკემბრის თვის ექსპორტი
სავარაუდო კორუფციის ფაქტი აღმოვაჩინე, რისი გამოძიებაც შესაბამისი სამსახურების საქმეა, მართლაც ქონდა, თუ არა კორუფციულ გარიგებას ადგილი. მე წარმოგიდგენთ ფაქტებს.
2011 წლის 1 დეკემბერს მთავრობამ 1 ტონა ჯართის ექსპორტის ტარიფი 160 ლარიდან 40 ლარამდე შეამცირა.
ჯართს გამოუყო წარმოების ნარჩენი და ეგ შეამცირა 40 ლარზე. როგორც ჩანს მეტალურგიას, ან სხვას დაუგროვდა ნარჩენი, დეკემბერში აპირებდა გატანას და მთავრობამ შეუმცირა ტარიფი.
საინტერესოა ამაში ქრთამი რამდენი აიღეს, ან რა მიზანს ისახავდა ეს შემცირება.საქართველოს მთავრობის
დადგენილება №440
2011 წლის 1 დეკემბერიქ. თბილისი
შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2261 მუხლის შესაბამისად:
1. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტისათვის განისაზღვროს მომსახურების ტარიფი შემდეგი მოცულობით:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (გარდა შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა) ექსპორტისათვის – 160 ლარის ოდენობით 1 ტონაზე;
ბ) შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტისათვის – 40 ლარის ოდენობით 1 ტონაზე.https://matsne.gov.ge/index.php?option=com_...1520038&lang=geსაქართველოს მთავრობის
დადგენილება №210
2011 წლის 13 მაისიქ. თბილისი
შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტის მომსახურებაზე ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2261 მუხლის შესაბამისად:
1. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტისათვის განისაზღვროს მომსახურების ტარიფი 160 ლარის ოდენობით ერთ ტონაზე.https://matsne.gov.ge/index.php?option=com_...1330443&lang=geექსპორტის სტატისტიკიდან ნათლად ჩანს, თუ რა მოხდა.
(დეკემბრის თვის ფერატი ლითონის ექსპორტს მოვიპოვებ და მაგასაც წარმოგიდგენთ)
2011 წელს 116 მილიონი აშშ დოლარის შავი ლითონის ნარჩენის ექსპორტი განხორციელდა.
2012 წელს 43 მილიონი აშშ დოლარის, საიდანაც 42 მილიონის განყორციელდა პირველ 3 კვარტალში.
როგორც ხედავთ ლითონის ნარჩენის ექსპორტი 73 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა 2012 წელს, გასულ წელთან შედარებით, რაც გამოიწვია 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილებით ტარიფის შემცირებამ, როდისაც გაზიდეს დაგროვილი ნარჩენები.
აი რამ გამოიწვია დეკემბრის თვის ექსპორტის შემცირება, გამოსაძიებელია რატომ შეამცირეს ტარიფი, რა ინტერესი ქონდათ, ვინ გაზიდა და რა კავშირი აქვს მთავრობასთან.
* * *
რატომ და ვის შეუმცირა მთავრობამ ექსორტის ტარიფი? ვის ქონდა დაგროვილი შავი ლითონის წარმოების ნარჩენები და ვინ დაუკვეთა მთავრობას ტარიფის 4-ჯერ შემცირება? ამ ყველაფერს გამოვიკვლევ და მოგახსენებთ. This post has been edited by Beka_ke on 27 Jan 2013, 06:08