კოდექსას თემები, როგორ უცბად ავარდება ხოლმე 50 გვერდზე

პს
ხალხის ფულის მოპარვას რომ აბრალებ, პირველივე პოსტში, სასამართლომ დაადასტურა უკვე მისი დანაშაული?
ან იქნებ პროკურორი ხარ?
ან იქნებ მაგდენი არ გესმის კოდექს, შენ დროს ხომ არ ისწავლებოდა უდანაშაულობის პრეზუმპცია სსრკ-ს პირმშოვ...
პსპს
ამ წუთში ჩოჩელის წინააღმდეგ სისტემაა. ძალიან ძლიერი სისტემა.
ეს სისტემა ყველა ქვეყანაში იმდენად ძლიერია, რომ მომენტალურად გასრესს ყველას, რომ არ არსებობდეს უდანაშაულობის პრეზუმპცია, ადვოკატი, სასამართლო და უბრალო ადამიანები.
ეს არის სისტემის შემკავებელი ძალა.
შენ კი, ადამიანი, მის მხარეს უნდა იყო, ვიდრე არ დადასტურდება სასამართლოთი მისი დანაშაული და სულაც არაა დასაცინი ეჭვმიტანილის გვერდით ყოფნა. პირიქით, უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვა დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია (შენ სამწუხაროდ ამდენი არ გისწავლია, რომ გაიგო და უბადრუკად ხელს აშველებ ისედაც ძლიერ სისტემას).
თუ ასე ბრმად, ბნელურად გააგრძელებ ყველა ეჭვმიტანილის გაშავებას და შენ, ადამიანი, რიგითი მოქალაქე, მოირგებ პროკურორის ფუნქციას, ერთ დღეს ყველას დაგიჭერენ, მათ შორის შენც და ზუსტად ასევე გათრევენ უბრალო ადამიანები.
ათრევენ იმათაც, ვინც გაბედავს და შენს დაცვას შეეცდება.
ერთ დღეს შენც გაგსრესს ეგ სისტემა.
აგერ გნახავთ თუ არა, 1 ნაბიჯია ქუჩიდან გისოსამდე

პსპსპს
მე ჩოჩელის უდანაშაულობას არ ვამტკიცებ.
მითუმეტეს არც იმას, რომ ის დამნაშავეა.
მე ვხედავ დაჭერილ კაცს და პროკურორ, უფრო სწორედ პროკურორის ფეხებთან გართხმულ პირგაბადრულ კოდექსას.
ამიტომ იჯდება ეგ ქვეყანა ყელამდე... იმაში... თაფლში

პსპსპსპს
რამხელა ბედნიერებაა, დამახინჯებულად გაგებულ "დემოკრატიაში", მაგ დაბრეცილი სარკეების ქვეყანაში რომ არ იზრდებიან ჩემი და კიდევ ბევრის შვილები
This post has been edited by Sephora on 25 Jan 2013, 11:49