1. რეგიონი: სამცხე-ისტორიული ჯავახეთი
2. მარშუტის დასახელება: თბილისი-ხერთვისი-ნიჯგორი-სარო-ხიზაბავრა-ასპინძა-თბილისი
(იდეაშია მე3ე დღის დამატება და თმოგვის და ვანის ქვაბების მოლაშქვრა)
p.s. მე3ე დღის იდეა ჩემგან არ მოდის,ძერსკე კრიტიკოსების საყურადღებოდ
3. ლაშქრობის ხანგრძლივობა: 2 დღე
4. სირთულე: საკმაოდ მარტივი,კლდიდან ფრენის პერსპექტივით
5. გასვლის,ლაშქრობის ღირებულება: დაიდება და გადანაწილდება მონაწილეთა სიის მიხედვით,ანუ გზა+საკვები
თუ სარეისოთი წავედით 14+14
6. მონაწილეთა რაოდენობა
ჯერჯერობით შეზღუდული არაა
7. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ხერთვისი,სარო, ხიზაბავრა, ნიჯგორი,ასპინძა
8. ფეხით გასავლელი მანძილი: გააჩნია როგორ ივლი...
ისე:
ხერთვისი-ნიჯგორი - 3კმ
ნიჯგორი-სარო - 3კმ აღმართი,რომლის ავლის შემდეგ ან ლექსების წერას დაიწყებთ,ან ქარიანი ამინდი თუ იქნა,ჩვენ მოგიძღვნით ნეკროლოგ-ლექსს
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები: სოფელი სარო,X ს.ეკლესია,საროს შუა ბრინჯაოსხანის ციკლოპური ციხესიმაგრის ნაშთები,ჩანჩქერი,კათოლიკური სოფელი ხიზაბავრა,რომელიც XVI საუკუნის გადმონაშთ ზღაპარს ჰგავს,ვანო ძიას ბანიანი სახლი და სეპარატორი.აგრეთვე პროგრამაშია ლექცია მეფუტკრეობა მეცხოველეობის შესახებ ხიზაბავრაში,სიკვდილას მინდორი და ლეგენდა ამ მინდორზე;
12. საბანაკე ადგილები: საროს ნაქალაქარში, ხიზავაბრაშიც არის
13. სასმელი წყალი მარშრუტზე: ტრასაზეა წყაროები, ასევე სოფლებში,ასპინძაში
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: *ამ სეზონში თბილი ტანსაცმელი
*რეზინისძირიანი ფეხსაცმელი/ბოტასი,რომელიც არ ცურავს და ფეხზე კომფორტულად ზის. (2 წყვილი,1 ჩაცმული,მე2ე რეზერვი

)
*საწვიმარი
*ფანარი
*მზისგან დამცავი კრემი
*არაერთჯერადი პირადი ჭურჭელი
*საგებელი/საძილე/კარავი
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო: ყოველთვის!!!! (ზამთარშიც კი თუ სიცივეს არ უფრთხით,ბევრად ლამაზია)
16. რისკები, საფრთხეები: სუნთქვის შეკვრა
აღფრთოვანებისგან დადუმება
გულის ფრიალი
წნევის დავარდნა
სოფ.სარო ზღვს დონიდან 1480მ. მდებარეობს.დიდი სიმაღლე არაა,მაგრამ თუ ვინმეს სიმაღლეზე ასვლისას წნევასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნება (ყურები უგუბდება,წნევა დაბლა ეცემა და ა.შ),გაითვალისწინეთ.
დაბალწნევიანებს ეს საფრთხე არ გვემუქრება
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება:იმდენია,2 დღე ჯავახეთისთვის საცოდაობაა... დამატებით ბონუსი:თუ ასპინძაში დამალათი გადავალთ,მაშინ კოხტასთავის ციხის ლეგენდარული ციხის ნაშთებსაც მოვინახულებთ და ასპინძაში მტკვრის პირას წამოვკოტრიალდებით;ვანის ქვაბები,ზედა და ქვედა თმოგვი. ეჰ...
18. რუკაჲ ესემწვანე ფერით ნაჩვენებია ძირითადი მარშრუტი,წითლით ალტერნატიული გზა.ანუ ნიჯგორიდან საროში ასვლა აღმართ-აღმართ შეიძლება,უფრო მაგარი ხედებია და მეტი ექსტრიმი+მოკლე გზაა,მე2ე კი სამანქანე გრძელი გზა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო: საროში დეიდა ნათელა, ეკლესიის უკან ცხოვრობას,ტაძრის გასაღები მას აბარია
20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
11
ესეც ფოტოები
საროს ეკლესია

ხედ საროდან



რავარია?

_________________________________
ფოტოების წყაროჲ ანკარა karavi.ge იმიტომ რომ ჩემი საროში მოგზაურობისას არ მქონდა ფოტოაპარატი.
* * *
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
d_tsabo 173
kato_stropa 147
teo-teokuna 115
get-up 76
mcenare-99 70
Alice_In_Wonderland 59
lola_keta 51
levancho_kanada 41
Mr.Drummer 38
akcen 34
Inspire 28
mtis_yoili 28
xapo 25
მაიტო 23
Bebbera 20
kranci 18
bachuki999 15
ukrainka 14
ivani 14
არწივი9 14
kapoo 13
bently 13
patihelman 13
axx 12
_marishka_ 12
tavadze 11
lash_a 10
-anano- 9
დ ა თ ვ ი 9
burdula 8
iRRa 8
nutsiko 8
LOLZ 7
totti_totti 7
aviaciis moyvaruli 7
BuckLey 7
narmonana 5
ფშაველი. 5
AkakiG 4
niko_ts13 4
lau_lau 4
ldg 4
giorgitab 4
akkai 4
xvtiso1110 3
Dr-Evil 3
kusia 2
take_me_to_the_hospital 2
narnari 2
PILOT777 2
djbachi 2
slim4you 2
garota de ipanema 2
kolopolo 2
მოლკო 2
bes2on 2
donkosta 2
credo 2
cqafunaaa 2
ashley judd 2
pekineli 1
thunderstorm 1
likaka 1
dimaopena 1
იეტი 1
nadusa 1
tos_ka 1
sheshpotebuli 1
ane mekeshi 1
Vashakidze 1
dxm1 1
bittersweet 1
TaTa_TaTuLi 1
oshi 1
Plainview 1
abdaubda 1
fiuler21 1
EJDER 1
albutashvili
This post has been edited by kato_stropa on 1 Sep 2012, 18:31
სამი წელიწადია სიცარიელეში ვარ ბატონო ვაჟა.
А я стихи тебе писала, А ты меня не замечал,Теперь гори в аду скотина, И даже рифмы тут не будет