მოკლედ რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა შემოვლითი გზით სამხრეთ ოსეთში ცხინვალის ჩრდილოეთით თამარაშენსა და კეხვს შორის მდებარე ქართულ სოფელ ქურთაში შემომთავაზა წასვლა.. ხოდა რა თქმა უნდა დავეთანხმე
აღმოჩნდა რომ თბილისიდან ქურთამდე გადიოდა ავტობუსი მაგრამ მხოლოდ გასვლის მერე გავიგეთ რომ ავტობუსი ცხინვალის გავლით მიდიოდა ჩვენ კი არანაირი ნებართვა არ გვქონდა იქ შესვლის.. მოკლედ ქართულ ჩეკპოინტზევე ჩამოგვყარა ჩვენმა სპეცნაზმა თქვენს გაშვებაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთო და თითქმის ერთი დღე ველოდებოდით გადაწყვეტილებას უშედეგოდ.. ბოლოს კი რაღაც მანქანებით რმელსაც არ დავასახელებ

ცხინვალში აღმოვჩნდით.. სურათებს მოგვიანეBით დავდებ..
ამ ნაწილზე დაახლოებით 4 ჩეკპოინტი მაინც გავიარეთ შეუმჩნევლად და გადავედით ქართველების კონტროლირებად ნაწილზწე

-
ამ ხეობაში-

სურათზე ხარისხი მე მაპატიეთ - ლიახვის ხეობის ქართული სოფლები თამარაშენი ქურთა და კეხვი მოჩანს ერთად მგონი..
ქურთა

მოკლედ ამ ადგილიდან შემდეგ კიდევ ერთხელ შევძელი რუსულ-ოსური ბლოკპოსტების გადალახვა ჯავის და მთიანი ოსეთის მიმართულებით..
ბაზარი ჯავას და კეხვს შორის


ცოტა გადავრჩით ამ ყველაფერში, ცოტა არ ვიცი რა მოხდა მაგრამ საოცრად საინტერესო მოგზაურობა გამოვიდა.. მოკლედ შემდეგ ისიც შევძელით რომ სოფლების გარშემო სტრატეგიულ სიმაღლეებზე რომლებიც მათ ხელშია ავიპარეთ და მათი პოზიციები ძალიან ახლოდან გადავიღეთ

და თვითონ ხეობაც მთლიანობაში..
ამ ყველაფრის შემდეგ კი შემოვლითი გზით უამრავი ინფორმაციით და ფოტომასალით დატვირთულები წამოვედით რომელსაც სამწუხაროდ ვერ დავდებ..
ხოდა მინდა ახლო მომავალში კიდევ ერთხელ ჩავიდე იქ ამჯერად უკვე შემოვლითი გზით, მითუმეტეს რომ კაი ღვინო სცოდნიათ

და ოსეთის მთიანეთი რასაც შევხედე ძააალიან ლამაზია.. ხოდა ვნახოთ..
სურათებს პერიოდულად დავალაგებ.. ცოტა მერე კარგი ხარისხითაც მექნება რამდენიმე ფოტო

იქ ვნახე პირველად რეალში მგონი ოსეთის დროშა როგორია

საავტორო უფლებეს არ დავაღრვევ ფოტოები თიმო ფოგთის ნახელავია
This post has been edited by Chanunpa Wakan on 22 Feb 2007, 04:33