სინამდვილეში რატომ დაიჭირეს ცეზარ ჩოჩელი?
"კიდევ უფრო საინტერესეოა ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადება, რომ მას კითხვები აქვს შპს ”ნიუ ენერჯისთან” მიმართებაში და რომ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ რას საქმიანობდა რეალურად ,,ნიუ ენერჯი". არადა, კახი კალაძეს ეს კითხვები არ უნდა გასჩენოდა, ვინაიდან მისი პირველი მოადგილე ილია ელოშვილი 2010-2011 წლებში სწორედ ”ნიუ-ენერჯის” ტექნიკური დირექტორი გახლდათ და წესით და რიგით, ყველა ამ კითხვაზე პასუხი ზეპირად უნდა სცოდნოდა. იგი ხელმძღვანელობდა კომპანიას ტექნიკურ საკითხებში და ლოგიკას თუ მივყვებით, პასუხისმგებელიც გახლდათ კომპანიის მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებზე. ამიტომაც, მოდით ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ”ნიუ-ენერჯის” ხელმძღვანელად ყოფნით დავიწყოთ და 2010-2011 წლებში განხორციელებული პროექტების გაუხმაურებელი ფაქტებით. "
http://www.kvirispalitra.ge/politic/15400-...r-chocheli.html