განყოფილებაში გვაქვს საკმაოდ კარგი თემები სამყაროს წარმოშობის შესახებ. მაგალითად,
სამყაროს წარმოშობამაგრამ სამყაროს წარმოშობის თემა არ ფარავს იმგვარ სამყაროს, რომელიც მარადიულად არსებობდა და იარსებებს, ანდა ციკლურია და იმეორებს თავის თავს.
მინდა, ამ თემაში გავაერთიანოთ ყველა ძირითადი ფიზიკური თუ ფილოსოფიური თეორია სამყაროს წარმოშობის, აგებულების ან ფუნქციონირებისა და შემდგომი ბედის შესახებ, როგორც რელიგიური, ზოგადად თეისტური, ისევე ათეისტურიც. მინდა, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, სად და რა ფენომენში ვიმყოფებით და რისი ნაწილი ვართ... ეს ალბათ მოგვეხმარება, რომ უკეთ წარმოვიდგინოთ ჩვენი საკუთარი არსი და რაობა თუ ვინაობა.
დავიწყებ კლასიფიკაციას იმ განხრით, რომ სამყარო შეიძლება იყოს შექმნილი ანუ დროში ევოლუციონირებული პირველსაწყისებისგან და შემდეგ ასევე სასრული დროში, ანდა დროის უსასრულო სიღრმეებიდან მომავალი მაგრამ სასრული მომავალში, ანდა სათავის მქონე წარსულში, მაგრამ უსასრულო მომავლის მიმართულებით. მეორე დიდი ფილოსოფიური ალტერნატივაა მარადიულად არსებული სამყარო, უსასრულო როგორც წარსულის, ისე მომავლის მიმართულებით... თუ მარადიულად არსებობს, სამყარო შეიძლება იყოს ციკლური ან მარადიულად არაპერიოდულად განვითარებადი...
რომ დავნომროთ ეს თეზისები, გვექნება:
1) სამყარო _ სხივი, სათავე _ წარსულში
2) სამყარო _ სხივი, ბოლო _ მომავალში
3) სამყარო _ მონაკვეთი, სათავეთი და ბოლოთი
4) სამყარო _ ეტერნალური, მარადიული, სამყარო-წრფე, აციკლური და არაპერიოდული
5) სამყარო _ ეტერნალური, მარადიული, ციკლურად განმეორებადი ან დროის კოორდინატაში წრეზე მბრუნავი
ყველა ამ მოდელს შეიძლება ჰქონდეთ განშტოებები ანუ ვარიაციები, როცა დროის ყველა მომენტი უკვე არსებობს პარალელულ სამყაროებში ან დროის განზომილებაში, სადაც რაიმე პრინციპით შეგვიძლია გადასვლა, ანუ შეგვიძლია მოვწყდეთ დროის სტანდარტულ დინებას და ვიმოგზაუროთ დროში. შეიძლება ხდებოდეს სხვა პრინციპით: წარსული მომენტები ქრებოდეს და არსებობდეს მხოლოდ აწმყო და მომავალი, ან მხოლოდ აწმყო, ან მხოლოდ წარსული და აწმყო...
აქვე დავპოსტავ პირველი ძირითადი თემის, ფრიად ელეგანტურ ვარიანტს, დავარქვათ 1.1.1.
ანუ სამყარო _ სხივი, სათავე _ წარსულში, სადაც შეუძლებელია წვდომა გვქონდეს რომელიმე სხვა მომენტზე, აწმყოს გარდა და რომელიც წარმოადგენს კომპიუტერულ სიმულაციას, რომელიც ასე კარგადაა განხილული ჩვენი ფორუმელი მეგობრის ბლოგზე:
http://charliuss.com/2013/12/13/we-live-in-simulation/ This post has been edited by ლაბარნა on 17 Dec 2013, 01:12
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)