თაკო ყურშავიშვილის მამა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელია
საბავშვო ტელევიზია ,,ინკოგნიტოს” კურსდამთავრებულის თაკო ყურშავიშვილის ცხედარი ორხევის დასახლებაში, საკუთარ სახლში აღმოაჩინეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. თბილისის მე-20 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლის თაკო ყურშავიშვილის გარდაცვალების ფაქტის შესახებ სკოლის პედაგოგებმა უკვე შეიტყვეს.
როგორც კლასის დამრიგებელმა ირინა მარანიძემ „კვირას“ განუცხადა, თაკო ყურშავიშვილი ბოლო ორი კვირის განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა. მისი თქმით, მოსწავლე სასწავლო პროცესს ვირუსის გამო აცდენდა.
http://kvira.ge/?p=10374 * * *
„კვირა“ საბავშვო ტელევიზია ,,ინკოგნიტოს” ხელმძღვანელს მანანა გაბრიჩიძესაც ესაუბრა. მისი თქმით, იგი 2013 წლის ზაფხულში სტუდია „ინკოგნიტოს“ კურსდამთავრებულებთან ერთად ევროპის ქვეყნებში იმყოფებოდა და იქ მომზადებული სიუჟეტები ტელეკომპანია „ტვ 3“-ის ეთერში ზაფხულში გადიოდა.
This post has been edited by TranceMaker on 17 Feb 2014, 15:20
მიმაგრებული სურათი