როვნულ ბიბლიოთეკაში 27 იანვარს ნუგზარ ერგემლიძის ნახატების გამოფენა გაიხსნა, რომელიც კიდევ ხუთი დღე გაგრძელდება. ნუგზარ ერგემლიძეს საზოგადოება იცნობს, როგორც მუსიკოსს, კომპოზიტორს, პოეტს, მაგრამ როგორც მხატვარს ალბათ ცოტა ნაკლებად, თუმცა ფაქტია, რომ ისეთივე ნიჭიერი მხატვარია, როგორი მუსიკოსიც.
გამოფენაზე უამრავი ცნობილი სახე მობრძანდა - მუსიკოსები, მხატვრები, საზოგადო მოღვაწეები. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყველასთვის მოულოდნელად შუქი ჩაქრა, ყველა მაინც დიდი ინტერესით ათვალიებდა ნამუშევრებს. როგორც აღმოჩნდა ლეიბორისტი სოსო შატბერაშვილი უდიდესი გულშემატკივარია ბატონი ნუგზარისა. რამოდენიმე თავის ნახატიც გვაჩვენა: - " ნუგზარის ნიჭის თაყვანისმცემელი ვარ დღიდან მისი გაცნობისა. სახლში უამრავი მისი ნახატი მაქვს. მისი მრავალმხრივი ნიჭი ყველას კარგად მოეხსენება. მე, როგორც პოლიტიკოსმა, მინდა ხაზი გავუსვა მის მოღვაწეობას პარლამენტში - აქტიურად იცავდა ხელოვანების ინტერესებს. ვულოცავ ნუგზარს, მაგრამ სამწუხაროა, რომ მთელი საქართველო განათებულია და მხოლოდ ეროვნული ბიბლიოთეკაა ჩაბნელებული დღეს. მეჩვენება, რომ ეს შემთხვევითი არ არის."- ლეიბორისტულად დაასრულა ბ-მა სოსომ. მსურველებს შეეძლოთ იქვე შეეძინათ ბ-ნი ნუგზარის წიგნი, სახელწოდებით - "არმაგედონის მათრახი". მალე კიდევ ერთი ახალი წიგნით გაახარებს მკითხველს.
ცისანა მჭდლიძე (მხატვართა კავშირის თავმჯდომარე) : - "ის არის ჩემი კურსელი, მხატვართა კავშირის წევრი. უნიჭიერესი მხატვარი, სულ ეწევა შემოქმედებით მუშაობას. საინტერესო გამოფენაა. მუშაობს სხვადასხვა სფეროზე, აქვს პორტრეტები, პეიზაჟები, ძალიან საინტერესოა ზამთრის თემა და ფიგურული კომპოზიციები. მისგან კიდევ და კიდევ მეტს უნდა ველოდოთ მომავალში." ზურა ცინცქილაძე: - "ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ხნის მეგობრობა. თითქმის ყველა სურათის დასაწყისი და განვითარება ვიცი. მიხარია, რომ ასეთი ინტერესი გამოიწვია მისმა ნამუშევბმა.'' პრეზენტაციამ ნორმალურ გარემოში, მაგრამ ნაჩქარევად ჩაიარა, უშუქობის გამო. ალა-ფურშეტი სანთლების შქზე გაიმართა. მიუხედავად ამისა დათვალიერება მაინც ყველამ მოახერხა, ყველა აღფრთვანებული და ნასიამოვნები დარჩა ბატონი ნუგზარის მრავალმხრივი ნიჭიერებით...
თავად მხატვარიც კმაყოფილი იყო, მაგრამ რათქმაუნდა უკმაყოფილებას გამოხატავდა: -'' ჩემი გამოფენის პრეზენტაცია არის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მოვიდა უამრავი სტუმარი და არ არის შუქი. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს შეიძლება ერთგვარი პერფორმანსი იყოს - ნახატები შეიძლება სიბნელეშიც ანათებდნენ." ავტორები - ხათუნა კორთხონჯია, ნანა სამუშია
ბ-ნი ნუგზარის წიგნი, სახელწოდებით - "არმაგედონის მათრახი".
„სამყარო პირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალი შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გარტყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში, ხოლო სააკაშვილი სუპერ გატყორცნის სტადიაშია თავისი ქვეყნიდან, ხალხიდან" (c) შალვა ნათელაშვილი