#35002117 · 1 Feb 2013, 16:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
C#-ში არითმეტიკული ოპერაციების შესრულებისას int ცვლადებზე ყოველთვის ისევ int-ს აბრუნებს... ამ შემთხვევაში 2 / 3 = 0.(6)... წილად ნაწილს მოაშორებს, რადგან int-ში ვერ ჩაწერს და დაგრჩება int ტიპის 0... თუ კი ერთ-ერთი ოპერანდი double ტიპის არის, მაშინ int ცვლადები ავტომატურად double-ში გადაჰყავს და შემდეგ ასრულებს მათზე მოქმედებებს, რომელიც ისევ double-ს დააბრუნებს... ამ შემთხვევაში 2.0 / 3 ან 2 / 3.0 ან 2.0 / 3.0 = 0.(6)... აქ უკვე აღარ მოაშორებს წილად ნაწილს, რადგან double ითვალისწინებს მის არსებობას...
პ.ს. ჩვეულებრივ დაწერილი მთელი რიცხვი მაგალითად 2 წარმოადგენს int ტიპს, 2.0-ისგან განსხვავებით, რომელიც წარმოადგენს double ტიპის ლიტერალს...
This post has been edited by სნეგირი on 1 Feb 2013, 16:19
--------------------
Кольцо на пальце, признак того, что как минимум одна женщина тебя очень сильно рекомендует.
|