საერთოდ აღიარებულია, რომ ალექსანდრე მაკედონელი, ჰანიბალი, იულიუს კეისარი, სციპიონი და ნაპოლეონი როგორც მინიმუმ ათეულში მაინც შედიან ყველა დროის საუკეთესო გენერლების. ალექსანდრეს არც ერთი ბრძოლა არ წაუგია და ამიტომ ალბათ პირველზე უნდა იყოს.
მაგრამ რა ვიცით არაბ გენერლებზე? ხალიდ იბნ ალ-ვალიდი დაეხმარა მუჰამედ არაბეთის გაერთიანებაში, შემდეგ კი არაბთა იმპერია გააფართოვა.
ასევე მოიგო ყველა დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - იარმუკის ბრძოლა, სადაც ბიზანტიელებს ყველანაირი იმედი გადაეწურათ სირიის დაბრუნების.
მისი მნიშვნელოვანი ბრძოლები ესენია:
1) მუტას ბრძოლა - როცა დაახლოებით 100 000-იან ბიზანტიურ ჯართან არ დამარცხდა თავისი სასაცილო 3000 მეომრით. ცოტა ხანი გაუძლო და მერე "თეატრალური წარმოდგენა" გაითამაშა, ვითომ მედინადან დამხმარე რაზმი მოდიოდა და ბიზანტიელებმა ხალიდს უკან-დახევა აცადეს.
2) იამამას ბრძოლა - როცა 13 000-იანი არმიით დაამარცხა 40 000-იანი მუსაილიმას არმია და მთელი არაბეთი გაერთიანდა.
3) ვალაჯას ბრძოლა - პირველი მნიშვნელოვანი ბრძოლა სპარსეთის წინააღმდეგ, სადაც ხალიდმა, 15 000-იანი არმიით დაამარცხა სპარსელთა 50 000-იანი არმია. გამოიყენა ჰანიბალის ტაქტიკა.
4) ფირაზის ბრძოლა - ბრძოლა, რის მერეც მუსლიმანებმა მთელი შუამდინარეთი დაიპყრეს. ხალიდმა 15 000-იანი არმიით მასზე ბევრად დიდი არმია დაამარცხა.
5) ალ-ქადისიას ბრძოლა - გადამწყვეტი ბრძოლა სპარსეთის წინააღმდეგ, რამაც ერაყის დაპყრობა განაპირობა. ხალიდმა 30 000-იანი არმიით 100 000-იანი არმია დაამარცხა.
6) მარაჯ-ალ-დებაჯის ბრძოლა - სადაც 4000-იანი კავალერიით ხალიდმა გაანადგურა ბიზანტიელთა 10 000-იანი არმია. აი აქაა სურათი ტაქტიკის -
http://en.wikipedia.org/wiki/File:Mohammad...ar_ud_dibaj.gif წითლად არის ხალიდის კავალერია.
ამ დროს აბუ-ბაქრი მოკვდა და უმარი გახდა ხალიფა, რომელმაც ხალიდი გაათავისუფლა გენერლობიდან - ზედმეტი რეპუტაცია რომ ჰქონდა მაგიტომ. თუმცა ახალ გენერალს სულ გვერდში ეყენა და რჩევებს ეკითხებოდა.
7) იარმუკის ბრძოლა - ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა ისტორიაში. იმპერატორმა ჰერაკლიუსმა გაგზავნა 200 000-იანი არმია რომ ბოლო მოეღო მუსლიმანთა შეტევებისთვის.
ხალიდმა დაახლოებით 25 000-იანი არმიით გაანადგურა ბიზანტიელთა არმია. დღევანდელი ისტორიკოსების შეფასებით მინიმუმ არმიის 45% განადგურდა, როცა ხალიდმა დაკარგა მარტო 4000 კაცი.
8) ხაზირის ბრძოლა - ხალიდმა 17 000-იანი არმიით სულ მთლიანად გაანადგურა ბიზანტიელმა 70 000-იანი არმია. ცოცხალი თითქმის არავინ დარჩენილა.
სირიის დაპყრობის მერე, დაიპყრო ანატოლიის ნაწილი და სომხეთი, თუმცა ამ დროს ხალიფა უმარმა კატეგორიულად მოსთხოვა "პენსიაზე გასვლა".
მთლიანობაში დაახლოებით 100 ბრძოლიდან, ხალიდს არც ერთი არ წაუგია, თანაც უმრავლესობაში მისი არმია ბევრად ნაკლები იყო მტრის არმიაზე.
რატომ არ შეიძლება საუკეთესო ათეულში მაინც შევიყვანოთ? მისი შერჩეული საბრძოლო ტაქტიკით მუსლიმანებმა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი იმპერია შექმნეს და მისი ჩამოყალიბებული კავალერია მოქნილობით არაფრით ჩამოუვარდებოდა მონღოლთა ცხენოსნებს.
This post has been edited by OtherguyL on 29 Jan 2013, 19:05
Virtuous Historian...
Vanilla WoW for ever. Dota 2 isn't bad either.