აღნიშნული ვაკანსიის დაკავება მინდა იმიტომ, რომ ამ სამსახურში განსაკუთრებულად
კომფორტულად ვგრძნობ თავს:
გრაფიკის გამო– რომლის შედგენაც მე შემიძლია. ძალიან მომწონს რომ დილის ცხრა საათზე
არ უნდა გამოვცხადდე;
სამუშაო ადგილის გამო – რომელიც საშუალებას მაძლევს ვიმოგზაურო ჩემთვის უცხო
კუთხეებში და გავიცნო ახლ–ახალი ხალხი;
თანამშრომლების გამო – ყველა ჩემი ჭკუის ხალხია. ნამდვილად მიხარია, რომ მეც ამ გუნდის
წევრი ვარ, ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ. მე მათგან ბევრი რამ ვისწავლე. აგრეთვე თვლი, რომ
ჩემი გამოცდილება და ცოდნა მათთვისაც საინტერესო და საჭიროა;
სამუშაოს სპეციფიკის გამო – ეს ის სამსახურია, სადაც მე როგორც თევზი წყალი, ისე ვგრძნობ
თავს;
პერსპექტივის გამო – ჩემი ოთახიდან მინისტრის კაბინეტამდე მხოლოდ რამდენიმე ოთახია.

;
განათლების პრიორიტეტულობის გამო – ჩვენს ქვეყანას უამრავი კარგი პედაგოგი ჰყავს. ისინი
მართლაც კარგ გაკვეთილებს ატარებენ. ჩვენი საქმიანობით ეს გაკვეთილები კიდევ უკეთესი
იქნება;
კურიოზული სიტუაციების გამო – ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა გაგვახალისებს...
კიდევ უამრავი დეტალის გამო – თუმცა, რომ ეს ყველაზე საინტერესო სამსახურია, რაც აქამდე
მქონია. ამიტომაც ასე დიდხანს შემოვჩი მას.
პ.ს. ჩამონათვალში არ გამომრჩენია
„ხელფასის გამო“, ვინაიდან ჩემთვის ეს მომენტი ყველაზე
ნაკლებადმნიშვნელოვანი ფაქტორია საინტერესო სამსახურის შერჩევაში. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ხელფასით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ
წარმატებებს გისურვებთ!

ეს 1-1 სამოტივაციო წერილია, რაც ბოლოს დავწერე. ამ სამსახურში დიდი ხანია ვმუშაობ. მაგრამ ყოველ წელს კონტრაქტის გაგრძელება მჭირდება
This post has been edited by dd69 on 31 Jan 2013, 20:36