გადმოვიტან სუფლეს რეცეპტს აქაც, შეიძლება დაგვჭირდეს.
სუფლე, ჩემეულ ვერსიას გაგიზიარებთ, ნაღები არ უნდა. შესქელებული რძე, ე.წ "სგუშონკა" სჭირდება.
20 გ ჟელატინს დაასხი დაახლოებით 50 გ ცივი წყალი და გააჩერე, უნდა გაჯირჯვდეს (წყალს შეიწოვს და გაიბერება).
250 გ შაქრის ფხვნილს დაასხი 100გ ადუღებული წყალი და დადგი საშუალო ცეცხლზე. სანამ ადუღდება, ურიე, რომ შაქრის ფხვნილი მთლიანად გადნეს (ძირს რომ არ მიეკრას). ადუღების მერე მორევა აღარ უნდა. პერიოდულად მოსინჯე კოვზით, ამოიღე ხოლმე და ჩაასხი, როცა ჩასხმისას ბლანტ ძაფად დაიწყებს დენას და გასქელდება, გამორთე ქურა. ან კიდევ ცივ წყალში ჩააწვეთე ხოლმე და წვეთი ბურთულად უნდა იქცეს, მაშინ არის მზად.
ჟელატინიანი ჯამი შემოდგი დაბალ ცეცხლზე და უწყვეტი მორევით გაათბე, უნდა იქცეს სითხედ, მაგრამ არ უნდა ადუღდეს!
4 კვერცხის ცილისგან კარგად ამოიყვანე ბეზე, სიპრიალემდე არ გინდა, უბრალოდ, სათქვეფს რო ამოწევ და ბეზეს ზედაპირზე წვეტებად შენარჩუნდება ფორმა, მაქამდე. დაამატე მწიკვი ლიმონის მჟავა და ნელ-ნელი თქვეფით, უწყვეტ ძაფად ჩაასხი სიროფი, შემდეგ კი თბილი ჟელატინი. გადადე, რომ შეგრილდეს.
ამასობაში 150გ ძლიერ დარბილებული კარაქი ათქვიფე ჰაეროვან მასამდე. ნელ-ნელა, თითო კოვზობით შეათქვიფე 200 "სგუშონკა", თეთრი (ეცადე, ხარისხიანი იშოვო, მე ერთხელ გამიწყალა მთელი სუფლე და აიჭრა) დაამატე 1 პაკეტი ვანილი. უნდა მიიღო ერთგვაროვანი კრემი.
კრემს კოვზით, ნელი მოძრაობებით შეურიე ბეზეს მასა, უნდა მოახერხო ისე, რომ სიფაფუკე და ჰაეროვნება მეტნაკლებად შეინარჩუნოს.
ამის მერე ჩაასხი ფორმებში და მაცივარში შედგი. საღამოს თუ გააკეთებ, დილისთვის მზად გექნება. ზემოდან გააფორმე გინდ შოკოლადით, გინდ ხილით.
თუ გვერდებმოსახსნელ ტორტის საცხობ ფორმაში საკვებ პოლიეთილენს ამოუფენ, გვერდებზეც, რა თქმა უნდა, ძირზე დააფენ რაიმე სახის ნამცხვარს "პეჩენიებს", ზემოდან კი ამ სუფლეს გაუშვებ, მშვენიერ ტორტს მიიღებ "ჩიზქეიქის" მოტივებზე. ცივს ზემოდან შოკოლადის კარგად გაგრილებული მინანქარი უხდება.
დამატებითი რჩევები:
მოსახნელგვერდებიან ფორმას კულინარული ცელოფანი ამოუფინეთ მაინც, მოხსნისას არ "წამოიყოლებს" სუფლეს და მერე ცელოფანს კიდე იოლად აცლით. საღამოს გააკეთეთ და მტელი ღამით შედგით, თორმე ცნობისმოყვარეობა არ მოგასვენებთ და წარამარა მაცივარში იჯდებით smile.gif
და კიდე ერთი რჩევა - ჩვენთან რომ "სგუშონკები" იყიდება, ხშირად ისეთი უხარისხოა, კრემს აჭრის ხოლმე. ათქვეფილ კარაქთან შერევისას თუ ასე დაემართა, კრემიანი თასი ცოტა ხნით ცხელ წყალში ჩადგი და მუდმივად ურიე, რომ გაერთგვაროვანდეს. გადმოდგამ და ცოტა ხანს კიდევ ათქვეფ. თან შეგრილდება, რომ მერე ბეზეიანი მასაც შეურიო. ეცადე, ინგრედიენტები ერთი ტემპერატურის იყოს ხოლმე. კარგად შეკრული, ერთგავროვანი მასა გამოდის ეგრე.
სგუშონკა სახლშიც მომიმზადებია მე - 1 ლიტრი რძე + 400 გ შაქრის ფხვნილი დადგი ჯერ საშუალო ცეცხლზე, რომ ადუღდება -დაუწიე ძალიან. უნდა იდუღოს და თითქმის ჩანახევრდეს. ოღონდ ყურადღება მიაქციე, პირველ ჯერზე მე ძალიან დიდხანს ვადუღე და რაღაც ხაჭოს მსუბუქი კონსისტენციის ტკბილი მასა მივიღე. სითხე სულ აღარ იყო - ბევრი მოუვიდა დუღილი. ოოოდნავ რომ შეიცვლის ფერს, თუნდაც არ იყოს ზუტად ჩანახევრებული, გამორთე და გააციე. შენი ხელით მომზდებული, ხარისხიანი "სგუშონი" გექნებათ.
ამ რეცეპტით მომზადებულის ფოტო იხილეთ აქ
დღეს გავაკეთე, N°44.