რომელ ჩვენგანს სურს, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლოს, მაგრამ თურმე მძღოლის ფსიქოტიპი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ყოფილა შემთხვევის ალბათობის გაზრდისა თუ შემცირებისთვის. აგრესიული მართვა სახიფათო ქცევაა, რომელიც საფრთხეს უქმნის თქვენსავე თუ სხვის ჯანმრთელობასა და საკუთრებას. ამ საკითხზე თურმე ტომებია დაწერილი, ამერიკის ავტომომოტორისტთა ასოციაციის გზების უსაფრთხოების ფონდმა კი აგრესიული მძღოლების გამოსავლენად სპეციალური ტესტი შეიმუშავა. ამ ტესტსაც და საკუთარ თავთან სამუშაო სავარჯიშოებსაც აქვე გთავაზობთ.
თითოეულ კითხვას პასუხის ოთხი ვარიანტი აქვს:
ყოველთვის-3
ხშირად-2
ხანდახან-1
არასოდეს-0
თითოეული კატეგორიისთვის ქულების ჯამი ცალკე გამოიყვანეთ.
ბრაზი
1. ნერვებს გიშლიან სხვა მძღოლები.
2. ნერვები გეშლებათ, როცა სხვა მანქანები ჩქარა დადიან.
3. ნერვები გეშლებათ, როცა სხვა მანქანები ნელა დადიან.
4. ბრაზობთ, როცა გისწრებენ.
5. ბრაზობთ, როცა შუქნიშანი გაფუჭებულია.
6. ბრაზობთ, როცა საცობში ხვდებით.
7. მეუღლე ან მეგობარი გთხოვთ, დაწყნარდეთ.
8. ნერვები გეშლებათ, როცა ვინმე კუდში მოგყვებათ.
9. გაბრაზებენ თქვენივე მგზავრები.
10. ბრაზობთ, როცა მრავალზოლიანი შარაგზა ვიწროვდება.
მოუთმენლობა
1. მგზავრები თქვენს მანქანაში ჩასხდომას მეტისმეტად დიდხანს უნდებიან.
2. ძრავის გათბობასაც მეტისმეტად დიდი ხანი სჭირდება.
3. შუქნიშანი წითელს თქვენ უფრო მეტხანს გინთებთ.
4. ნებისმიერი რიგი უსაშველოდ იწელება.
5. ვერ ითმენთ, სანამ მანქანის დასაყენებელ ადგილს იპოვიდეთ.
6. თუ საჭეს თქვენ არ უზიხართ, ერთი სული გაქვთ, მძღოლს საჭე ხელიდან გამოგლიჯოთ ან მანქანის მართვის შესახებ ლექცია მაინც წაუკითხოთ.
7. ვერ მოგითმენიათ, როცა წინ მიმავალი მანქანა სიჩქარის შემცირებას იწყებს.
8. ნერვები გეშლებათ, როცა მგზავრობისთვის დაგეგმილზე მეტი ხანი გეხარჯებათ.
9. ნერვებს გიშლით განაპირა, ნელ ზოლში მოძრაობა.
10. ფეხით მოსიარულენი გზის გადაკვეთას უსაშველოდ დიდ ხანს ანდომებენ.
შეჯიბრება
1. შარაგზას შეჯიბრების ადგილად აქცევთ.
2. ეჯიბრებით საკუთარ თავს (რამდენად ჩქარა დაფარავთ ერთსა და იმავე მარშრუტს).
3. ეჯიბრებით სხვა მძღოლებს.
4. სხვა მძღოლებს შეჯიბრებაში იწვევთ.
5. გასწრება სიხარულს განიჭებთ.
6. ქორწილში ცდილობთ, მეფე-პატარძლის მანქანის შემდეგ პირველი თქვენ იყოთ.
7. ეჯიბრებით სხვებს საცობიდან თავის დაღწევაში.
8. ეჯიბრებით მანქანებს შუქნიშნიდან შუქნიშნამდე მისვლაში.
9. იღებთ გამოწვევას, როცა სხვა მძღოლი გეჯიბრებათ.
10. ხანდახან გასწრობანას მხოლოდ მოწყენილობის გასაფანტად თამაშობთ.
დასჯა
1. “სჯით” ცუდ მძღოლებს.
2. თქვენს მგზავრებთან ჩივით სხვა მძღოლების შეცდომებზე.
3. სხვა მძღოლების ახლო ნათესავებს იხსენიებთ.
4. მათდამი თქვენს დამოკიდებულებას საკმაოდ გასაგები ჟესტებით გამოხატავთ.
5. გზას უღობავთ, როცა ცდილობენ გაგისწრონ.
6. გზას უღობავთ, როცა ზოლიდან ზოლში გადასვლას ცდილობენ.
7. სხვა მანქანას კუდში მისდევთ.
8. მდევრის დასასჯელად ერთბაშად და გაუფრთხილებლად ამუხრუჭებთ.
9. ცუდი მძღოლის დასასჯელად საყვირს იყენებთ.
10. ცდილობთ, მანქანა გააჩეროთ და მყუდროების დამრღვევს საქმე პირისპირ გაურჩიოთ.
ნებისმიერ კატეგორიაში 0-4 ქულა დაბალ რისკს შეესაბამება,
5-9 – საშუალოს,
10-30 – მაღალს.
თუმცა დამოკიდებულების შეცვლა შესაძლებელია, რისთვისაც ამერიკელი ექსპერტები მზა რჩევებს გვთავაზობენ.
http://ucnauri.com/216754/%E1%83%94%E1%83%...83%A0%E1%83%90/