წლების მანძილზე ვამტკიცებდი საწვავზე მონოპოლიური ფასიათქო და გამპრავებლები ვანო მთვრალაშვილის თამადობით ცდილობდნენ საპირისპიროს დამტკიცებას
ჩემი დათვლებით ვატკიცებდი 1 ლიტრ საწვავზე 40 თეთრია ზემოგებათქო.

ჩემი დათვლებით დღეს 1 ლიტრი რეგულარის ტიპის ბენზინი 1,8 ლარი უნდა ღირდეს, +/- 3 თეთრი.
მოგეხსენებათ უკვე არაბრენდირებულ ავტო გასამართ სადგურებზე 1,83 ლარად შესაძლებელია რეგულარის ტიპის ბენზინის შეძენა.

ეს კიდე პრემიუმის ფასის კალკულაცია და ხედავთ 11 თეთრამდეა ზემოგება შემცირებული.
ეს ყველაფერი გამოიწვია ხელისუფლების შეცვლამ, რადგან მოგეხსენებათ სახელისუფლებო წრეების მიერ ეს ბაზარი ახალი მონაწილეებისთვის დაკეტილი იყო და ვინც არ იყო მათთან "შეკრული" ყველა ან დაიჭირეს, ან ქვეყნიდან იყო გაქცეული.
საწვავის ბაზარი განთავისუფლა ხელისუფლების ჩინოვნიკების ლობირებისგან, ბაზარზე გამოჩდნენ ახალი იმპორტიორები, რომლებიც არაბრენ ავტოგასამართ სადგურებს ამარაგებენ, შესაბამისად მომრავლდა (შეძლებისდაგვარად) არაბრენდირებული ავტო გასამართი სადგურები, რითას ოლიგოპოლისტი კომპანიები იძულებულები გახდნენ საწვავის ფასი შეემცირებინათ.
დღეის მდგომარეობით 1 ლიტრი პრემიუმის ფასის 1,99 ლარამდე შემცირება თავისუფლად არის შესაძლებელი, მაგრამ ამ ეტაპზე არაბრენდირებული აგს-ები ისეთ კონკურენციას ვერ უწევს ოლიგოპოლისტ 5 კომპანიას, ეს რომ გამოიწვიოს.
ჩემი ვარაუდით თებერვლის ბოლომდე საბოლოოდ დასტაბილურდება სიტუაცია და საბოლოოდ დამკვიდრდება სამართლიანი ფასი.
მოგეხსენებათ წინა ხელისუფლებამ დააკანონა ხალხის ძარცვა, როდასაც 2012 წლის 8 მაისს, წინა მოწვევის პარლამენტმა გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსის 195-ე მუხლი, რის მიხედვითაც მონოპოლიურად მაღალი ფასების დაწესება სისხლის სამართლის დანაშაული იყო.
დღეს ბაზარი გაიხსნა და შედეგიც სახეზეა.
დიდი მადლობას ვუხდი ქართულ ოცნებას ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომ არა ისინი და ჩვენი აქტიური მხარდაჭერა, დღეს ჩვენი ძარცვა გაათმაგებული, ან გაასმაგებული იქნებოდა, თან ისე, რომ კანონიც არ დაირღვეოდა ამით.
იხარე ერო
This post has been edited by Beka_ke on 30 Jan 2013, 01:35