1. მაკინროი -ბორგის , უიმბლდონის ფინალი , 80 წლებში ---- გენიალური ყომარი ...ეგეთი ორი , სხვა და სხვა ყველაფერში პიროვნების ჯახი მე არ მინახავს , ცარიელი ემოცია იანკი მაკინროი და კლდესავით მშვიდი ვიკინგი ბორგი , ბოლო ბურთი , ბორგის ზემოთ ასროლილი ჩოგანი და მუხლებზე დაჩოქილის ბუტბუტი (მერე თქვა , ვლოცულობდიო , რომ ყველაფერი დამთავრდაო) , ცრემლებთან ერთად .....მეორე ნახევარზე კი მიწაზე გაშოტილი , გამოწურული , ცოცხალ-მკვდარი მაკინროი ...... მსაჯის პირჯვარი , ეს რა უბედურებას გადავრჩიო
...
2. ტრილერი მანილაში ... ალი- ფრეიზერის მესამე ბათქი , ეპოქა ბოქსში და ზოგადათ , პროფესიულ სპორტში . 12 რაუნდი ალის ფრეზერის მიერ უმოწყალოდ ცემა და მე-13 რაუნდში მკვდრებიდან ამდგარი ალი ...ფრეზერის გამოშტერებული სიფათი , ეს კიდევ ცოცხალია ამის დედა ვატირეო .... ალის ფენომენალური მე-14-ე რაუნდი , სისწრაფე , სიზუსტე , ვითომ ვიღაცამ ნებართვა მიცა ალის , შენც შეგიძლია დაარტყაო და ალიმაც დაიწყო ..... დიდი ალი ....და დიდი ფრეზერი
..
3. მარადონა --- როგორც მოვლენა (კონკრეტულ თამაშს ვერ დავასახელებ) , ალბათ 1990 წლის ბრაზილია-არგენტინის თამაში , როდესაც ერთი კაცი , მარტო ეყომარებოდა , ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ , ახალგაზრდა ბრაზილიის ნაკრებს და იმ ერთმა კაცმა მოიგო .....რა უნდა თქვა მარადანოზე ... მე ლიჩნა არ ვიცი ....ბეზ სლოვ , უყურეთ მის ყომარს და თქვენც ვერაფერს ვერ იტყვით .....
..
4. შოკი იოჰანესბურგში , 1995 წელს , როდესაც თავიდან ბოლომდე , პირველად ვნახე , პირდაპირში ..... დიდი რაგბი , აფრიკა - ზელანდია , მსოფლიო თასის ფინალი , ორი დამატებითი ტაიმი და ჯოელ სტრანსკის სასწაული დროპ-გოლი ბოლო წუთებზე .... ნელსონ მანდელა და აფრიკის ნაკრების თეთრკანიანი კაპიტანი (ახლაც მბურძგლავს) ერთად ---- გენიალური მომენტი
..
5. ნჰლ- სსრკ-ს პირველი სუპერ-სერიები ჰოკეიში ... ესპოზიტო , გორდი ჰოუ , ხარლამოვი , იაკუშევი , 20 წლის ტრეტიაკი .... და ბლიად , ფანტასტიკა იყო , აბა რა ჯანდაბა იყო . რუსების ტრიუმფი პირველ თამასში , კანადელი ჟურნალისტის მიერ შეჭმული მისი გაზეთი (პროგნოზი გააკეთა , რუსები ერთ შაიბასაც ვერ გაიტანენო , თორემ გაზეთს შევჭამო) .... უშლემო პროფესიონალები ... ოზეროვის კომენტარი , ,,ტაკოი ჰოკეი ნამ ნე ნუჟენ,, ...სიგარეტიანი ბრეჟნევი ტრიბუნაზე .... ომი ყინულზე, ხარლამოვის ძალით დამტვრევა , კანადის დელეგაციის ხელმძღვანელის ჩხუბი საბჭოთა მილიციონერებთან და მასთან დასახმარებლად ბორტზე გატამხტარი პიტერ მაჰოვლიჩი , მისი კლიუშკის გადატეხვა მილიციონერის თავზე .... დაუვიწყარი რამ იყო .....
უნდა მივამატო ორი მოვლენა , თორემ არ ვიქნები მართალი .......
6. ნბა .... მფრინავი ზანგები ..... დინამო თბილისის , ცსკა-ს და ჟალგირისის თამაშებზე გაზრდილმა ტიპმა , პირველ კურსზე , რტრ-ზე , ყოველ შაბათს , დღის 3 საათზე (ახლაც მახსოვს ) ვნახე ნბა-ა .... ჯორდანი , აიზია ტომასი , დრექსლერი , ლარი ბიორდი , დიდი აბდულ-ჯაბარი და რა თქმა უნდა მეჯიკ ჯონსონი ...... ვარსკვლავთა ხუთწლიანი ბათქი ბოსტონი - ლეიკერსი ..... პირველი სერიის ბოლო მატჩში , სასტვენამდე სამი წამით მეჯიკის მიერ ბურთის დაკარგვა და ლარი ბიორდის სასწაული სროლა ..... მეორე სერიაში აბდულ-ჯაბარის და დიდი ინდიელი ბელადის , ბობ პერიშის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა .... მესამე სერიაში --ისევ ბიორდის ოფროს ხელი , მეოთხე სერიაში ჯონსონის ჯადოსნური თამაში ---- კაი რა ..... გომელსკი-შვილის კითხვა , გომელსკი-მამაზე პირდაპირ ეთერში ...მამა , ჩვენები როდის ისწავლიან ასეთ თამაშსო , ალბათ ასი წლის შემდეგო .....პაუზა და პასუხი , არა შვილო , ვერასდროსო
...
7. ეს პირადია ------ ღამის ორ საათზე , ძველ შავ-თეთრ ტელევიზორში , ვესტ-ჰემი - დინამო თბილისი ...... თამაში , რომელიც ჩავყლაპე , რომელიც შევჭამე , თამაში რომლითაც დღესაც ვამაყოფ ...... ყიფოს 70 მეტრზე პასი და ჩემი უბნელის , ცხონებული რამაზის სასაცილო სირბილი , საშა ჩივაძის გენიალური რეიდი , გაოგნებული ინგლისელები , გამოქლიავებული ტრევორ ბრუკინგი და ფეხზე დამდგარი სტადიონი და ტაში გასახდელში
საწყალი ბებიაჩემის ჩალაპარაკება , დაწექი ბებო , მაგ ფეხბურთი არ გამოილევა ტელევიზორშიო , რას იკლავ თავსო
პოლიტიკაა , აბა რა ჩემი ფეხები ---- ეგეთი სპორტული მოვლენებიგააგრძელეთ
მაკიაველის მართლაც მაგარი პოსტი

....
მაინც როგორ გვიყვარს ეს სპორტი ქართველებს
,,,
ტურაშვილი არაა ფორუმზე?