#38386817 · 15 Oct 2013, 18:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლექცია-სემინარი: ორთოდონტიული მომზადების პრინციპები და ორთოგნათიული ოპერაციების დაგეგმვა
შაბათი, 16 ნოემბერი, 2013
16 ნოემბერი, თბილისი, შერატონ-მეტეხი პალასი, ორთო-ფაციალური ქირურგიისა და ორთოდონტიის პირველი საერთაშორისო კონფერენციის ამბასადორის, დავით ბახტურიძის მოწვევით საქართველოს ესტუმრება ორთოგნათიული და რეკონსტრუქციული ქირურგიის, ყბა-სახის ტრავმატოლოგიისა და დენტალური იმპლანტოლოგიის წამყვანი სპეციალისტი, პროფესორი სიმონას გრიბაუსკასი (ლიტვა) . რომელიც აღიარებულია ედინბურგის ქირურგთა სამეფო კოლეჯის წევრად. ამავდროულად იგი არის ბალტიის ქვეყნების ყბა-სახის ქირურგთა ასოციაციის და ევროპის ქალა-ყბა-სახის ქირურგთა ასოციაციის წევრი. ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო მომხენებელი 40 საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმზე. ლექცია-სემინარი ეძღვნება ორთოგნათიული ოპერაციების დაგეგმარებას, ორთოგნათიული პაციენტების ორთოდონტიული მომზადების და მკურნალობის დამთავრების პრინციპებს. მომხსენებელი გაგვიზიარებს პირად გამოცდილებას ქირურგიულ და ორთოგნათიულ მკურნალობას შორის არჩევანის შესახებ. განხილულ იქნება ორთოდონტიული მკურნალობის ძირითადი ასპექტები და ლიტერატურა აღნიშნულ თემაზე. კურსის მონაწილეები გარკვეულ გამოცდილებას შეიძენენ ცეფალომეტრულ ანალიზსა და სახის დაგეგმარებაში.
* ოკლუზიის ანომალიების კლასიფიკაცია * ოკლუზიის ჩონჩხოვანი ანომალიების ნიშნები * მკურნალობის კრიტერიუმების შერჩევა * ქირურგიული მკურნალობის ჩვენებები * ქირურგიული მკურნალობის ესთეტიური მაჩვენებლები * ორ და სამ განზომიოლებიანი კლინიკური ანალიზი * ორგანზომილებიანი ცეფალომეტრიული ანალიზი * კომპიუტერული ტომოგრაფიის სამგანზომილებიანი ანალიზი * ორთოდონტიული დაგეგმარება * ქირურგიული დაგეგმარება * მკურნალობის პროცესში ქირურგისა და ორთოდონტის კოოპერაცია * ორთოდონტიული მომზადება
ლექცია-სემინარის დასაწყისი 10:00 დასასრული 17:00
რეგისტრაცია: 9:00
ლექცია-სემინარის საფასური 200 GEL
(სტუდენტებისთვის ადგილები შეზღუდულია(სულ 10), ფასი 100 ლარი)
გაიცემა სერთიფიკატი მომხსენებლის ხელმოწერით
კონტაქტები: 599 96 20 70, 574 11 96 69. tamomaglakelidze@mail.ru
|