ძალიან კარგი ინფო ჩემი აზრით. ასეთი კადრები, ჯობია ბესელიასნაირ უფლება დამცველებს. სადაც , ყველას უფლება იქნება დაცული, უმცირესობების საქმე იმედია აღარ მიიჩქმალება.
ყველაზე ობიექტური ორგანიზაცია ეს იყო. საჭირებისას ყველას აკრიტიკებდა .
თან გარდა იმისა ,რომ მედია გათავისუფლდა და ქვეყანაში თანასწორობა, თავისუფლებაა .
ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის ევროპიზაციის გზაზე.
რომ გავხდეთ უფრო ტოლერანტულები, რომ ყველა თანასწორია , ყველაფრის განურჩევლად.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი, პრემიერმინისტრის აპარატში იწყებს მუშაობას. გავრცელებული ინფორმაციის დასადასტურებლად, ტაბულა თამარ ჩუგოშვილს დაუკავშირდა. ჩუგოშვილმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა, რაც შეეხება ინფორმაციას, მისი პრემიერის მრჩევლად დანიშვნის შესახებ, განაცხადა, რომ პრემიერის ''მრჩეველი როგორც ასეთი, ჯერ არ ჰქვია''. ჩუგოშვილის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს სტრუქტურის ჩამოყალიბება და კონკრეტულად რა პოზიციას დაიკავებს მისთვის უცნობია. მისივე განმარტებით, ევალება ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ რეფორმებზე მუშაობა. თამარ ჩუგოშვილი წინასაარჩევნო პერიოდში, განსაკუთრებით აკრიტიკებდა სახელმწიფოს მხრიდან არსებულ დარღვევებს და აცხადებდა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა, რისთვისაც ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დააჯარიმეს, არ იყო კორუფციული დანაშაული. საიამ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, წინასაარჩევნოდ ფონდ ქომაგის შექმნაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდა. ბიძინა ივანიშვილმა ჩუგოშვილს ქომაგზე განცხადების შეცვლა მოსთხოვა, რაზეც საია-ს თავმჯდომარემ უარი განაცხადა. თამარ ჩუგოშვილმა საია-ს თავმჯდომარის პოსტი 2012 წლის დეკემბერში დატოვა.
წყარო:
http://www.tabula.ge/article-28069.html#.U...I-XF7I.facebookტაბულა © 2012
P.S
მოდერ , როცა ვხსნიდი მაშინ არ იყო ეს თემა სადღაც 4 წუთით დამასწრეს

გადაუერთეთ თემა თუ გინდათ. ან პირიქით ჩემსას შემოუერთეთ.
This post has been edited by rati nwt on 3 Feb 2013, 20:22
მიმაგრებული სურათი