აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში ახალი მოწმეები გამოჩდნენ - კონკრეტული პირები ღიად ჰყვებიან იმ ზეწოლის შესახებ, რომელიც აკადემიკოსის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელზე წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. კონკრეტული პირები პროკურატურისგან დაკითხვას მოითხოვენ. ერთი-ერთი მოწმის გამოკითხვის ოქმს უცვლელად გთავაზობთ, საიდანაც შეიტყობთ რა აკავშირებს “თოფუს“ და ოლეგ მელნიკოვს გურამ შარაძის მკვლელობის საქმესთან. გურამ შარაძის ოჯახის უფლებების დამცველი ადვოკატი ირაკლი გაბრიჭიძე კონკრეტული პირის გამოკითხვის ოქმს .
ზუსტად არ მახსოვს თარიღი, მაგრამ იყო ზაფხულის პერიოდი, როდესაც მე უკვე ვიყავი დაწესებულების სამედიცინო განყოფილებაში, ე.წ. ბალნიჩკაში მოთავსებული და ვითხოვდი უშედეგოდ დაწესებულების უფროსთან შეხვედრას. ერთხელაც თანამშრომლებმა მითხრეს უნდა შეგახვედროთ უფროსსო და ჩამიყვანეს უფროსის კაბინეტში. იქ დამხვდა ჩემთვის უცნობი ორი პიროვნება, რომლებსაც სახეზე ვიცნობ, ასევე ვიცი ერთ-ერთი მათგანის სახელი და გვარი - იგი ამოვიცანი ტელევიზორში, ხოლო მეორეს მხოლოდ სახეზე ვიცნობ, ისიც მყავს ტელევიზიით ნანახი, მაგრამ სახელი და გვარი არ ვიცი. ამ ადამიანებმა მითხრეს, რომ თუ არ დავეთანხმებოდი მათ წინადადებას, სუფთა ჰაერს არ მაღირსებდნენ. ასევე დამემუქრნენ ჩემი შვილის დაჭერით.
მათ შემომთავაზეს, რომ დამერწმუნებინა გიორგი ბარათელი, რომ მიეცა ჩვენება. მე გიორგი ბარათელს მანამდე არ ვიცნობდი და არც ჩემს საკანში იყო ამ დროს მოთავსებული. ერთ-ერთმა მათგანმა, რომლის სახელი და გვარი არ ვიცი, ისე, რომ არ წამომდგარა სკამიდან (ხელში ეჭირა ჩემი პირადი საქმე და ექსპერტიზის დასკვნები), მითხრა რომ მეკუთვნოდა სასჯელის გადავადება და გადამივადებდნენ კიდეც სასჯელს ერთ კვირაში, თუ მათ შეთავაზებას დავთანხმდებოდი. მანვე მითხრა, რომ ბარათელს (თუ კი იგი მისცემდა მათთვის სასურველ ჩვენებას) მნიშვნელოვნად შეუმცირებდნენ სასჯელს, ისე, რომ მალე გავიდოდა. მეორე პიროვნება ამ დროს ოთახში იქით-აქეთ დადიოდა და ხელში ტელეფონი ეჭირა.
მეორე მათგანმა, რომლის სახელი და გვარი ვიცი ამჟამად, კონკრეტულად მითხრა, რომ მე უნდა დამერწმუნებინა ბარათელი, რომ მიეცა შემდეგი შინაარსის ჩვენება, კერძოდ, მასთან მივიდოდა გამომძიებელი, მისივე თხოვნით და ბარათელი ჩვენებაში განაცხადებდა, რომ თითქოს გურამ შარაძის მკვლელობა შეუკვეთა მას გოგა ხაინდრავამ. ჩვენება რომ დამაჯერებელი ყოფილიყო, მანვე აღმიწერა გოგა ხაინდრავას სახლის ინტერიერი. მითხრა რომ გოგა ხაინდრავას სახლს აქვს დიდი “ზალა“, რომელიც გადატიხრულია ფარდით, სადაც დგას რიკინის ორნამენტებიანი მოჩუქურთმებული ავეჯი, რომელზეც თითქოს გოგა ხაინდრავამ ბარათელს უთხრა, რომ მეგობრებმა აჩუქეს. შეეკითხა კიდეც, ხომ ლამაზია, მოგწონსო?!
ასევე ბარათელს უნდა ეთქვა, რომ გოგა ხაინდრავა ამ საქმის გაკეთების შემდეგ, ანუ გურამ შარაძის მკვლელობის შემდეგ მისცემდა 500 000 აშშ დოლარს, სუფთა პასპორტს, მიიყვანდა აეროპორტში და საზღვარგარეთაც უპატრონებდა. ამასთან, ბარათელი ორი წელი არ უნდა ჩამოსულიყო საქართველოში. ამასთან, დამემუქრნენ კიდეც, თუ მათ შეთავაზებაზე უარს ვიტყოდი.
მე ვკითხე თუ რატომ ამომირჩიეს მაინცდამაინც მე, რაზეც მათ მითხრეს, რომ შენი მდგომარეობიდან გამომდინარე, გაგითვალისწინებს გიორგი ბარათელი და შეიძლება დაგთანმხდესო. ამასთან მითხრეს, რომ თუ სადმე გავამხელდი, სასტიკად დავისჯებოდი, რაც მე დღემდე მართლაც არავისთვის მითქვამს და ახლა ვაცხადებ ჩემს ადვოკატთან. ამასთან, შენ იმიტომ ამოგირჩიეთ, რომ შენი გაშვება ეჭვს არ აღძრავს, ისედაც გეკუთვნის, შეწყალებით, რომ გაგიშვათ, საეჭვო იქნებაო.
მე ბარათელს რამდენიმე დღის განმავლობაში ვესაუბრე აღნიშნულ თემაზე, თვითონ დაინტერესდა კიდეც და მომიყვა თავისი ამბები, თუ რომელ კამერაში რა შეემთხვა და რა კონფლიქტები ჰქონდა. იგი თითქმის ყველა კამერიდან გარბოდა, იმიტომ რომ ყველგან იყო ზეწოლის ქვეშ. მე რომ მოვისმინე მისი მონაყოლი, შემეცოდა და ვუთხარი, რომ კარები, რომ გაიღებოდა და წყალზე გავიდოდა, უკან აღარ დაბრუნებულიყო, რაც გააკეთა მან და უკან აღარ დაბრუნებულა.
მე მისი საუბრიდან გამომდინარე და ზოგადად სიტუაციიდან გამომდინარე დავრწმუნდი, რომ ის არ იყო ბატონ გურამ შარაძის მკვლელი. ამის შემდეგ ჩემზე, იმის გამო, რომ არ შევასრულე მათი მოთხოვნები ბარათელთან მითითებაში, განხორციელდა წამება და გრძელდებოდა თვეების განმავლობაში.
მე მოვითხოვ დამკითხოს გამოძიებამ და მზად ვარ მივცე სრულყოფილი ჩვენება, თუ როგორი სახის ზემოქმედება და წამება განხორციელდა ჩემზე, რისი დამტკიცებაც მე შემიძლია.
აქვე ვაცხადებ, რომ იმ ადამიანებიდან ერთ-ერთი, რომლებიც მთავაზობდნენ ბარათელისთვის მეთქვა, რომ თითქოს მას გურამ შარაძის მკვლელობა შეუკვეთა გოგა ხაინდრავამ, იყო ოლეგ მელნიკოვი, რომელიც ხშირად ტელეფონში საუბრობდა და მეორე პიროვნებას ეუბნებოდა, რომ “თოფუს“ გავაგებინოთ თუ არა თანახმა, რომ არისო. ზოგიერთ შემთხვევაში ვიღაც შეფსაც მოიხსენიებდა ხოლმე“.
http://for.ge/view.php?for_id=20936&cat=3 This post has been edited by tevzi1 on 5 Feb 2013, 12:49
საქართველოს ყველა დროის მემატიანე მექრთამე ყოფილა............................................... (c) შთამომავლობა
ისტორიას წერენ დალხენილები ................... (c) დალხენილი
ვწუხვარ რომ ეუთოს მისიამ ვერ გაამართლა 1801 წელს, შეშფოთებას გამოვთქვამ აი უკვე 200 წელია ....... (c) ლორდი