ირაკლი ღარიბაშვილი - "პრემიერ-მინისტრს და მის ახალ მთავრობას სრული მხარდაჭერა აქვს აშშ-ს მთავრობის მხრიდან"
"ჩემი ვიზიტი იყო ძალიან ნაყოფიერი. მე ვიმყოფებოდი ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მიწვევით და ძალიან საინტერესო შეხვედრები მქონდა. მე შევხვდი გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს, რომელმაც აბსოლუტურად სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა ახალ მთავრობას და შინაგან საქმეთა სამინისტროს დასახული მიზნების განხორციელებაში. მათ გამოთქვეს სრული მზადყოფნა, რომ ჩვენ მიერ დაგეგმილი რეფორმების განხორციელებაში დაგვეხმარონ. ასევე საინტერესო შეხვედრები მქონდა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს ხელმძღვანელთან. მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილი არის ძალიან საინტერესო ტრენინგები, რითაც უნდა მოხდეს ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება", - აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ირაკლი ღარიბაშვილი: "ჩვენს მთავრობას აშშ-ს სრული მხარდაჭერა აქვს".
"სახელმწიფო დეპარტამენტში მე შევხვდი სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ფილლიპ გორდონს დამ ის მოადგილეს, ერიკ რუბინს. მე მათ გავაცანი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა. ვუთხარი, რომ ჩვენი მთავრობა მოწოდებული იყო და არის კონსტრუქციულ თანაცხოვრებაზე. გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა ამერიკული მხარის ინიციატივით, აშშ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, პრეზიდენტ ობამას პირად მრჩეველთან დოქტორ შერვუდ რენდელთან. მასაც გადავეცი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და გავაცანი სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები. ისინი ძალიან კარგად არიან ინფორმირებულნი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ძალიან ყურადღებით აკვირდებიან და მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ყველგან დაფიქსირებულია აშშ-ის მთავრობის ღია მხარდაჭერა საქართველოს ახალი ხელისუფლებისადმი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილი.
"ამერიკელების მთავარი რჩევა და რეკომენდაცია არის ის, რომ შსს-მ გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს ის რეფორმები, რაც დაწყებული იყო და, სამწუხაროდ, აღარ განხორციელდა. ამ მიზნების განხორციელებაში ისინი აქტიურად გვიჭერენ მხარს, რათა პოლიცია გახდეს თანამედროვე დასავლური სტანდარტების შესაბამისი და საზოგადოებაზე ორიენტირებული. ასე რომ, ბატონ პრემიერ-მინისტრს და მის ახალ მთავრობას სრული მხარდაჭერა აქვს აშშ-ს მთავრობის მხრიდან. ისინი ძალიან დიდი იმედით უყურებენ ჩვენს მთავრობას", - განაგრძობს რესპონდენტი.
"როდესაც აღარ იარსებებს პოლიტიკური ნება, რომ მოხდეს პოლიციის გამოყენება პოლიტიკურ იარაღად, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და, რაც მთავარია, პოლიცია აღარ იქნება დათრგუნული და პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ. ვერავინ დაასახელებს ვერცერთ ფაქტს, რომ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ხდება პოლიციის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება და ეს არის ყველაზე დიდი ბერკეტი. ჩვენი მუშაობის სტილი არის შემდეგში, რომ ჩვენი საქმე იქნება ჩვენ მიერ გაცხადებული სიტყვის დამადასტურებელი. ამას საზოგადოება უკვე ხედავს, რომ ჩვენ არ ვიყენებთ პოლიციეს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად და ეს არის მთავარი განმასხვავებული ნიშანი წინა და ახალ მთავრობას შორის. ნდობა ჩვენი მუშაობით უნდა აღდგეს. ჩვენ დასკვნებს ვაკეთებთ ქმედებაზე და ჩვენ საზოგადოებას დავუმტკიცებთ, რომ ჩვენ არ ვართ ფასადური პოლიტიკის მომხრე და გამტარებლები. ჩვენ დავანახებთ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომ ჩვენ მართლაც გვსურს რეალურად დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა. ეს არის ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანი და საზოგადოებაც ხედავს ამას და ძალიან მალე დარწმუნდებიან ისინიც, ვინც ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უყურებს სხვადასხვა მიზეზის გამო", - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ასეთ უხერხულ მდგომარეობაში იყენებენ თავს. ძალიან გაუგებარია, საიდან მოაქვთ ეს ინფორმაცია და რა აძლევთ მათ ამის თქმის საშუალებას მაშინ, როდესაც ქვეყანაში რეალურად არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მთელი სამინისტრო და განსაკუთრებით პოლიცია სრული დატვირთვით მუშაობს და ვფიქრობ, რომ ამ მოვალეობას ახალმა ხელისუფლებამ ძალიან წარმატებულად გაართვა თავი. შესაბამისად, თუ მანამდე არ ხდებოდა ჩადენილი დანაშაულების გაშუქება, ეს მათი პრობლემა იყო. ეს იყო მართვადი საინფორმაციოების მიერ შექმნილი სურათი. სამინისტრო წყვეტდა, რომელი დანაშაული გაშუქებულიყო და რომელი - არა. არამარტო საქართველოში, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში დანაშაული ყოველთვის ხდებოდა და მოხდება. მთავარი არის ის, რომ სამინისტრო იყოს ეფექტური და უნარიანი, რომ ამ დანაშაულს შეებრძოლოს", - დასძენს ირაკლი ღარიბაშვილი და შეკითხვას - "სამინისტროს მიერ აუქციონზე გატანილი მანქანების დიდი ნაწილი პატრონებმა ამოიცნეს…" - პასუხობს:
"ამ მანქანებით სამინისტროს თანამშრომლები სარგებლობდნენ. ძირითადად იყვნენ კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლები. ეს მანქანები საკმაოდ ძვირადღირებულია და არ გამოვრიცხავ, რომ აქედან მართლაც იყოს წართმეული მანქანები. ამიტომ მოხდება ამ საკითხის შესწავლა და, თუკი დადასტურდება, რომ ეს ასეა, რა თქმა უნდა, ის პატრონებს დაუბრუნდება. მაგრამ, ცხადია, მხოლოდ განცხადების საფუძველზე ვერ დავუბრუნებთ, საჭიროა სასამართლოს ჩარევაც".
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...0-05022013.htmlიქაც, ელჩის სიტყვები გამახსენდა და....
რუსეთუმე ბბ და მისი მხარდამჭერი აშუშუ კაი ანეგდოტია
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...