პროკურატურამ შესაძლოა, ფიქტიურად დასაქმებულები სოციალურ სააგენტოშიც გამოავლინოს
15:47 05-02-2013
პროკურატურამ შესაძლოა, ფიქტიურად დასაქმებულები სოციალურ სააგენტოშიც გამოავლინოს მთავარმა პროკურატურამ შესაძლოა, ფიქტიურად დასაქმებული ადამიანები "თბილსერვის ჯგუფის" შემდეგ სოციალურ სააგენტოშიც გამოავლინოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით საქმე, რომლითაც ირკვევა, რომ ფიქტიური სამუშაოს სანაცვლოდ საზღაურს ათასობით ადამიანი იღებდა, სამსჯავროზე მალე გამოვა.
"ეს საქმე მალე გამოვა სამსჯავროზე. საქმე ეხება მრავალათასიან ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც შესაძლოა საზღაურს იღებდნენ იგივე ფორმით, როგორც ეს ხდებოდა "თბილსერვის ჯგუფთან" დაკავშირებით", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
მისივე განმარტებით, სოციალურ სააგენტოში ფიქტიურად დასაქმებული პირებიდან ათასამდე ადამიანი უკვე დაკითხულია.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...amoavlinos.html