იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებები აღარ განიხილება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს უფლებამოსილება ეზღუდება.
როგორც ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, უმრავლესობა უმცირესობას საკითხის განხილვას საპარლამენტო დებატების ფორმატში სთავაზობს.
ხმალაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობამ" საყოველთაო-სახალხო ფორმატში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე უარი თქვა, რის გამოც, საკითხის განხილვა პარლამენტში გაგრძელდება.
"უმცირესობას წინადადებით მივმართავთ, რომ საკითხის განხილვა პარლამენტში გაგრძელდეს, ვინაიდან, მათ საჯარო განხილვებში მონაწილეობაზე უარი თქვეს", - დასძინა ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე უნდა ემსჯელათ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის უფლებამოსილება უქმდება, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევდა მთავრობა გადაეყენებინა პარლამენტის ნების საწინააღმდეგოდ, ხოლო შემდეგ განუსაზღვრელი ვადით მის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი შეინარჩუნოს. ამავე საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში, პრეზიდენტს შესაძლებლობა ეძლევა პარლამენტი დაითხოვოს და ნებისმიერ დროს, რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან, ექვსი თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.
http://www.iveroni.com.ge/2012-01-19-17-16...html?lang=ka-GEძალიან მნიშვნელოვანი თემაა და შეგიძლიათ გადაიტანოთ პოლიტიკის თემაში?
მიმაგრებული სურათი