საპარლამენტო უმცირესობის შემადგენლობა დეპუტატმა მარიკა ვერულაშვილმა დატოვა. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ვერულაშვილმა შესაბამისი განცხადებით საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტს უკვე მიმართა.
ამ საკითხის გადასამოწმებლად "ინტერპრესნიუსი" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ირმა ნადირაშვილს და პარტიის პრესსამსახურის უფროს გიორგი პატარაიას დაუკავშირდა, რომელთა თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მათ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ.
რაც შეეხება მარიკა ვერულაშვილს, მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება, რადგან მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...oba-datova.htmlპირადად მე ერთადერთი კითხვა მიჩნდება - ვინ იქნება შემდეგი? ...