გთხოვთ ესეც გადავიტანოთ და მეტ თემას არ გავხსნი. გპირდებით,
1)დეპუტატი მარიკა ვერულაშვილი ჯერ კიდევ პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს. ამის შესახებ news.ge-ს პარტიაში განუცხადეს.
ვერულაშვილს პარტიისათვის წევრობის შეჩერების მოთხოვნით არ მიუმართავს. მან ფრაქცია "რეგიონების" დატოვების შესახებ განცხადებით დღეს პარლამენტს მიმართა. დეპუტატის განცხადება ოთხი თებერვლით თარიღდება და მასში ნათქვამია, რომ ვერულაშვილი უმცირესობის ფრაქცია „რეგიონებს“ ტოვებს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრები აცხადებენ, რომ ვერულაშვილმა ფრაქცია ზეწოლის შედეგად დატოვა.
"განსაკუთრებით, ბოლო კვირების განმავლობაში მარიკაზე და მისი ოჯახის წევრებზე ინტენსიური ზეწოლა ხორციელდებოდა. ემუქრებოდნენ ბიზნესის წართმევით, დაპატიმრებით. არამგონია მარიკას ეამაყებოდეს თავისი გადაწყვეტილება. უღალატა პრინციპებს და მოიპოვა ბიზნესის ხელშეუხებლობა", - განაცხადა გაბაშვილმა news.ge-სთან საუბრისას.
პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაფუძნდა 2001 წელს, როგორც „ნაციონალური მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად“. 2002 წელს მას შეუერთდა 1999 წლიდან არსებული გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ხელმძღვანელი: მირიან მირიანაშვილი) და ეწოდა სახელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. სწორედ ამ დროიდან ირიცხებდა მარიკა ვერულაშვილი პარტიაში.
http://news.ge/ge/news/story/44988-marika-...a-ar-dautovebiaალბათ, რომც გადავიდეს ნაცებიდან დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება, არა მგონია ოცნებას დაუჭუროს კენჭისყრაზე მხარი
2) პ.ს. მარიკა ვერულაშვილი დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება
საპარლამენტო უმცირესობის ყოფილი წევრი მარიკა ვერულაშვილი დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება.
ამის შესახებ "პირWელს" პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა განუცხადა.
"ვერულაშვილმა საპარლამენტო უმცირესობა დატოვა, თუმცა მიზეზი ჩემთვის უცნობია, რადგან რეგლამენტით, პარლამენტის ნებისმიერ წევრს აქვს უფლება ფრაქცია ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დატოვოს. მან ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადება გადმოგვიგზავნა, ამის მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან პირადად ვერულაშვილი არ მინახავს", - განაცხადა იმერლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მარიკა ვერულაშვილმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა – რეგიონები" დატოვა.
http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=25492 This post has been edited by GUMBERA on 5 Feb 2013, 21:13