მეგობრებო!!!!!

ქართველ მუსიკოსებს ძალიან სჭირდებათ თქვენი მხარდაჭერა! საუბარია მუსიკალურ კონკურსზე, რომელიც იმართება აშშ-ში მსოფლიოში სახელგანთქმულ „ქროსროუდ ფესტივალზე“ მოსახვერად. ხმების გარკვეული რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში, შემსრულებელს მიეცემა შესაძლებლობა, რომ დაუკრას აღნიშნულ ფესტივალზე თვით ერიკ კლეპტონთან ერთად. საქართველოდან ერთ-ერთი კონკურსანტი გახლავთ გიტარისტი ვლადიმერ მოგელაძე და მისი ჯგუფი „ბლუზ მობილ ბენდი“. თუ გაქვთ სურვილი, რომ თქვენი ხმებით დაეხმაროთ ქართულ ჯგუფს და მისცეთ მას შანსი, რომ საქართველოს სახელით წარსდგეს ასეთ მსოფლიო მნიშვნელობის ფესტივალზე, მაშინ უნდა გააკეთოთ შემდეგი:
1, უნდა შეხვიდეთ აქ:
http://www.playcrossroads.com/u/Blues_Mobile_Band და ქვემოთ მარჯვენა მხარეს უნდა დააჭიროთ ღილაკს: „ADD YOUR SUPPORT“ - თქვენი იმეილისა და სახელის შეყვანის შემდეგ, თქვენი ხმა დაფიქსირდება. ასევე სასურველია, სულ რამოდენიმე წამით მაინც მოუსმინოთ ჯგუფის თუნდაც ერთ კომპოზიციას, რადგან ჯგუფის კომპოზიციის მოსმენა ასევე მხარდაჭერად ითვლება (კომპოზიციებიც იქვე არის არის წარმოდგენილი);
2. ამის შემდეგ უნდა დაალაიქოთ შემსრულებლის ფეისბუქის გვერდი. აი ლინკიც:
https://www.facebook.com/bluesmobilebandყოველივე ეს წაიღებს თქვენი დროის 1 ან 1.5 წუთს. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას ყველას, ვინც დაგვეხმარება. ვინც დახმარებას ვერ შეძლებს, მათაც მადლობას ვუხდით, იმისთვის, რომ ჩვენი ტექსტი წაიკითხეთ ) და კიდევ - თუ ამ ტექსტს თქვენი ფეისბუქის გვერდებზეც გაავრცელებთ და გაუზიარებთ მეგობრებს, კიდევ ერთხელ ვიქნებით უსაზღვროდ მადლიერნი!
პატივისცემით,
“ბლუზ მობილ ბენდის” წევრები
მიმაგრებული სურათი