მოკლედ ჩემო კარგებო და საყვარლებო.
დეიტანჯა ხალხი იმის მოლოდინში ,როდის გვაღირსებთ
ამ ნატოს წევრობას. ან მოგვცემთ მაპს , ან მაპზე უკეთეს.
რომ გაიძახით გახდებით ნატოს წევრი, გახდებითო.
ხოდა როდის?
თქვენ საქართველო ხელისწამოსაკრავი ქვეყანა ხომ არ გგონიათ?
ან ქართველები უნიათო ხალხი? ოოოოო, მწარედ ცდებით.
ქარველებს გადამგდებები არ უყვართ. თან მაგრა არ უყვართ.
ცოტა ისტორიასაც ხომ უნდა გადახედოთ კაცო.
1920 წლის 16 დეკემბერს, რომ გადაგვაგდეთ და რუსების პირდაპირ დაგვტოვეთ შესაჭმელად. ხომ გახსოვთ. გახსოვთ აბა სად წახვალთ.
მაინც უმნიშვნელო ხალხია რას იზამენო და ჩააბარეთ რუსეთს ჩვენი თავი ორ შაურად.
ხოდა გაბრაზებულმა ქართველმა ერმა გამოგიგზავნათ საჩუქრად
იოსება ჯუღაშვილი და ლავრიკა ბერია. ხომ მოგიხნეს ერთი ადგილი. ბევრი ის ქვეყანა ,ხომ ჩააგდეს ჩვენ დღეში. ხომ გათხრევინეს შტატებში სათითაოდ ''ბომბაუბეჟიშები'' კაი ხანს.
არადა ჩვენი თავისუფლება ,რომ დაგეცვათ ვერც იოსება და ვერც ლავრენტიკა ვერასროს ვერ გახდებოდნენ სსრ-ს პირველი პირები.
ნუ მიგრანტების პონტში და ხომ დეიშლებოდა ის ჩემისა რუსეთი
გამოსირებული ტროცკის და მისთანების ხელში.
მარა ვატყობ ვერ სტავლობთ რა შეცდომებზე.
ეხლაც ისაო, ესაო. მესაო. დროზე ქენით. თორემ თუ განმეორდა იგივე რაც 1921-ში , ოოოოოოოოო, და კიდევ გადაგვაგდეთ. ისევ იგივეს გაგიკეთებთ. უარესს. იცოდეთ ეს.
ჩვენ ძამია, ჩვენ ქვეყანას ვერ ვაწყობთ,თორემ სხვის აწყობილში ჩაჯმა კაი ვიცით. ნაციონალური სპორტია.
გლეხი კაცი გეუბნებით ამას და დამიჯერეთ.
პ.ს
დეგა ძამია დაიწყე ულვაშების მოშვება და ჩიბუხის წევა.
სანამ იკითხავ არსებობს თუ არა ღმერთი, მანამ შენ თავს კითხე–არსებობ თუ არა როგორც ადამიანი. U–33 სიბრძნეებიდან
''ბრძენი სულელისგანაც სწავლობს, სულელი კი ვერავისგან.''
''ფული ადამიანებს ფენებად ყოფს, განათლება - კატეგორიებად''